გია ვოლსკი

4 Nov. 2024, 16:06

რუკის ვიზუალი მეც დავიწუნე, რადგან ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, რომ პროპაგანდისტული გამოსვლა როდესაც გაქვს და ეყრდნობი რეალურ ფაქტებს, ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული.

შეიძლება დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოთქვა და გამოსათქმელია კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები, ვინც ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა, ხისტ განცხადებებს აკეთებენ, დამნაშავე არიან ტერიტორიების ოკუპაციაში და იმაში, რომ ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, როგორ თუ რუკაზე უფრო ნათლად არ ჩანდა…

მათაც კარგად იციან, რომ ნაცრისფერი ეკრანზე ცუდად აღიქმება და შეიძლება, არ გამოჩნდეს, რაც გულდასაწყვეტია, შეცდომაა, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებს ამას განზრახ. მით უმეტეს, ისეთი ადამიანების სალაპარაკოდ, რომელთაც ამ ტერიტორიების ოკუპირება თავად მოახდინეს და რუსეთს საშუალება მისცეს, სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა ჰქონოდათ.

დამნაშავეები არიან, მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგეს და დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხოლო ნაცრისფერი კარგად აღიქმება თუ არა კამერის მიერ, ეს მეორე ნაწილია. ტექნიკური გაუმართაობა შეიძლება, მკაცრ შენიშვნას იმსახურებს, მაგრამ ეს იმ პოლიტიკას არ ასახავს, რაც ხელისუფლებას აქვს


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  2. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა
  3. უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა | ფოტოები
  4. როგორი ამინდი იქნება ამ ზაფხულს? — გარემოს ეროვნული სააგენტო
  5. ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიებმა უნდა დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და გაერთიანდნენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში მიმართვისას ქვეყანაში მიმდინარე…