ლიეტუვის საელჩო საქართველოში

28 Oct. 2024, 11:04

"საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ასევე კენჭისყრის დღეს შეინიშნა უპრეცედენტო ინციდენტები და სისტემური დარღვევები. ბრალდებებში შედის ხმების მოსყიდვა, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბნებზე, მათ შორის, თავდასხმები და სიტყვიერი შეურაცხყოფა დამოუკიდებელ დამკვირვებლებზე, ისევე როგორც მედიის საქმიანობის შეფერხება და ა.შ. თუმცა, ჩარევის ყველაზე შემაშფოთებელი მტკიცებულება უკავშირდება მასობრივ თავდასხმებს მმართველი პარტიის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ შორის არის დაპირებები დევნისა და არჩევნების შემდეგ (ოპოზიციის) აკრძალვის შესახებ, რაც არის საარჩევნო კამპანიაში დეზინფორმაციის სისტემური გამოყენება, ამასთან სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

ეს დარღვევები მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მიერ აღირიცხა. დარღვევების მასშტაბი და სისტემური ხასიათი, ისევე როგორც მკვეთრი შეუსაბამობა დამოუკიდებელ ეგზიტპოლებსა და გამოცხადებულ შედეგს შორის ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ საბოლოო შედეგს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტმა შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. 

აქედან გამომდინარე, ლიეტუვას უჭირს არჩევნების აღიარება სამართლიანად და თავისუფლად.

ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები უნდა იყოს დაცული. ამ უფლებებისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერი მცდელობა არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ ამ არჩევნების ყველა აღრიცხული დარღვევის დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძებას.

საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონმდებლობის გამო უკვე დროებით შეჩერებულია, ხოლო დარღვევები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო ართულებს ამ (ევროინტეგრაციის) გზას. შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა კი საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს ეკისრებათ.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მომხდარი დარღვევები კიდევ უფრო ართულებს ამ გზას. შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს მმართველ პარტიას და მის ლიდერებს. გვჯერა, რომ საქართველოსთან ევროკავშირის პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული დარჩება და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება კი - გაყინული.

ლიეტუვა გააგრძელებს ქართველი ხალხის და მათი ევროპული არჩევანის გვერდით დგომას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მათ შორის საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება

ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა…