ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ "სერიოზულ შეშფოთებას" იწვევს.

"ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებებს იწვევს.

ყურადღებით ვაკვირდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს", – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.