კახა ოქრიაშვილი

17 Oct. 2024, 14:16

"ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა.

რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, ოცნება ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას.

არჩევნების გაყალბების და ოცნების მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, "გაკუპონდეს" კიდეც. ლარის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული ოცნების ქმედებებზე — დარჩებიან ხელისუფლებაში?! ახლანდელი 500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3 500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…