წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისულ ვაკის რაიონის გამგებელს დაზიანებული კორპუსის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს
16 ოქტომბერს, ხმაური იყო ყაზბეგის გამზირზე, სადაც მორიგ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე მოსახლეობას ხვდებოდა.
ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებთ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე ოცნების მაჟორიტარი, ნოდარ ტურძელაძე უნდა მოსულიყო, თუმცა ჩვენთვის უცნობი მიზეზით, ის შეხვედრაზე არ გამოჩენილა.
დავით კვინიკაძეს ყაზბეგის 32ა-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება და ზუსტი ვადების დაკონკრეტება კიდევ ერთხელ მოსთხოვა.
შეგახსენებთ, თბილისში, ყაზბეგის 32ა-ში მცხოვრები მოსახლეობა რამდენიმე თვეა აპროტესტებს ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესს, რომელმაც, მათი თქმით, თავიანთი საცხოვრებელი კორპუსის დაზიანება გამოიწვია.
საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად კორპუსის მოსახლეობამ დაიქირავა დამოუკიდებელი ექსპერტი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კორპუსი მართლაც 33 სანტიმეტრითაა გადახრილი.
ერთ-ერთი საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც მოსახლეობამ ახალი კორპუსის მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად გამართა, ფაქტს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულ პრობლემას იცნობს და საკითხს მოაგვარებს, თუმცა, დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები ამ განცხადების სანდოობაში დარწმუნებულები არ არიან, სანამ გამაგრების სამუშაოები რეალურად არ დაიწყება ან კონკრეტული ვადები არ დასახელდება პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.
ყაზბეგის 32ა-ში მდებარე კორპუსის თანამესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ირინე ქოჩაკიძეს ვთხოვეთ, უფრო მეტი მოეყოლა 16 ოქტომბრის შეხვედრისა და კორპუსის მდგომარეობის შესახებ:
"ჩვენ ველოდით შეხვედრას ბატონ ნოდარ ტურძელაძესთან (ქართული ოცნების ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი), თუმცა მის ნაცვლად მოვიდა ბატონი დავით კვინიკაძე — რაიონის გამგებელი და ზურა რურუა ქართული ოცნების დელეგატი.
ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი გულისტკივილი და პრობლემა. მათი მომხრეების მქუხარე ტაშის შემდეგ ვთქვით ეს ყველაფერი, რასაც ოცნების მხარდამჭერების გაღიზიანება და ჩვენთან დაპირისპირება მოჰყვა. ძალიან ვეცადეთ, რომ არ ავყოლოდით მათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა ტელეფონის წართმევაც კი სცადა. ჩვენ, ყაზბეგის 32ა-ს მაცხოვრებლებმა, ავირიდეთ დაპირისპირება და შინ მშვიდობით დავბრუნდით, თუმცა დაპირება რჩება დაპირებად — 3 თვის წინ ითქვა, რომ გამაგრებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყებოდა, საქმე მოკვლევისთვის სამხარაულს გადაეცემოდა და ა.შ გუშინ ისევ ეს მოვისმინეთ. არავინ მოსულა ჩვენს კორპუსში, არავის დაუთვალიერებია ბზარები, ჩვენი სადარბაზო, ფარეხი, ოთახები. რამდენიმე დღის წინ ბავშვი ოთახში ჩაგვეკეტა, კორპუსის დახრილობის გამო ხდება ეს. რამდენიმე საათი ბავშვი ოთახიდან ვერ გამოვიყვანეთ. მეზობლები ხშირად მიყვებიან რომ მათ ბინებში ახალი ბზარები ჩნდება. ძალიან საშიშია ჩვენთვის აქ ცხოვრება, ღამით მშვიდად აქ აღარავის გვძინავს. ყოველი ძლიერი ქარის და გაწვიმების გვეშინია, მე როგორც ვიცი "სკაი რეზიდენსს" (სამშენებლო კომპანია, რომელიც ყაზბეგის 32ა-ს მიმდებარედ კორპუსს აშენებს) არ აქვს სადრენაჟო სისტემა, კვლავ წყალს ტუმბავენ, რაც საფრთხეს ქმნის. გახსოვთ, თბილისის მერმა გასულ თვეს განცხადება გააკეთა ჩვენთან დაკავშირებით, მაგრამ არც იმ განცხადებას მოჰყოლია ქმედითი ნაბიჯები".
ფოტო: ირინე ქოჩაკიძე
ჩვენ დავუკავშირდით, ვაკის რაიონის გამგებელს, დავით კვინიკაძესაც, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა რომ:
"ტყუილია, თითქოს ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. ჩვენ როგორც კი გავიგეთ კორპუსის ავარიულობასთან დაკავშირებით, გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები: მივიყვანეთ ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორია, რომელმაც ჩაატარა შესაბამისი კვლევა, შემდეგ გავგზავნეთ წერილი სამხარაულში, რათა შესაბამისი პასუხის შემთხვევაში ჩვენ დაგვეწყო გამაგრების პროექტირება. მე მესმის მოსახლეობის წუხილის და შიშის, თუმცა არავინ, მათ შორის მათივე მოყვანილი ექსპერტი არ ამბობს, რომ სიტუაცია არის კრიტიკული ეს ასე რომ ყოფილიყო ჩვენ მზად ვართ მოსახლეობა გავიყვანოთ ალტერნატიულ საცხოვრებლებში, როგორც ეს აქამდეც გაგვიკეთებია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი [დანგრევის] საშიშროება არ დგას."
გამგებელს აქვე ვკითხეთ, ხომ არ შეეძლო კონკრეტული თარიღების დასახელება, თუ როდის დაიწყებოდა გამაგრების სამუშაოები, რასთან დაკავშირებითაც გვიპასუხა, რომ სამხარაულის ნაცვლად პასუხს ვერ გაგვცემდა, თუმცა მისი მხრიდან პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერი კეთდება.
ფოტო: დავით კვინიკაძე / NEWSHUb.Ge
"ეს უბრალოდ სიტყვებია, რომ მათ დამატებითი დასკვნა სამხარაულისგან მოითხოვეს, მათ მიიღეს იგივე დასკვნა სამხარაულისგან, რაც ჩვენ აპრილის შემდეგ ხელში გვიჭირავს", — გვეუბნება დაზიანებული კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ირინა ლორთქიფანიძე
"არც ერთ ეტაპზე, არც ჩანაცვლება, არც გასახლება, არც კორპუსის დანგრევა არ ყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ვითხოვთ, გვერდით მდებარე კორპუსის მშენებლობის პროცესის შეჩერებას ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის გამაგრებამდე. აქ საუბარია 15-სართულიან კორპუსზე, რომელსაც აქვს მეორე ხარისხის დაზიანება, რომლის სიმძიმის ცენტრი შეცვლილია, გადახრილია და ეს ექსპერტმა ჯონი გიგინეიშვილმა თავად თქვა, სხვათა შორის, გამგებელთან შეხვედრის დროს. გამაგრების სამუშაოებამდე საჭიროა კომპიუტერული მოდელირება, რათა დადგინდეს რა რაოდენობის, რა ხარისხის და ა.შ ცემენტია საჭირო საძირკვლის გასამაგრებლად. რაც შეეხება სამხარაულს, ექსპერტიზის ბიურომ მათ გაუგზავნა წერილი, რომელშიც მითითებული იყო სიღრმისეული კვლევისთვის განკუთვნილი ტარიფები, რის შემდეგაც გამგებელს უნდა გამოეხატა მზაობა და ეს მზაობა დაედასტურებინა საპასუხო წერილით. ეს ყველაფერი იყო 13 სექტემბერს, ამდენი დრო გავიდა, აბა, სად არის ეს მზაობა დაფიქსირებული?" — ამბობს NEWS.On.ge-სთან ირინა ლორთქიფანიძე
ფოტო: ირინა ლორთქიფანიძე FB
ირინა ლორთქიფანიძე ჩვენთან პირად საუბარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ეხება და ყაზბეგის 32ა-ში მცხოვრებთ ამდენი დრო არ აქვთ, რადგან კორპუსის დაზიანების ხარისხი ყოველკვირეულად მძიმდება.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები