მამუკა ხაზარაძე

14 Oct. 2024, 23:47

"ბათუმი, ისევე როგორც აჭარა, იცლება ჩვენი მოქალაქეებისაგან, გადიან ქვეყნის გარეთ ჩვენი ახალგაზრდები, სამუშაოს ეძებენ ქვეყნის გარეთ, მგონი, ძალიან კარგად ვიცით სად მიდიან, რომ თავიანთი ოჯახისთვის თანხები იშოვონ. მონაცემი მინდა გითხრათ - 117 000 ახალგაზრდა, 30 წლამდე ახალგაზრდამ დატოვა ჩვენი ქვეყანა. ეს არის 70%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რატომ ხდება ეს? რატომ არის ფასები მაღალი? რატომ არ არის სამუშაო ადგილები? რატომ არის ის, რომ პენსიონერს ის პენსია არ აქვს, რომლითაც ის არჩევანს არ გააკეთებ წამალსა და საკვებს შორის. რატომ ხდება ეს? ეს თქვენი ბრალი არ არის. ეს არის იმ 12-წლიანი პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ამ ქვეყანას ასეთი ამბავი მოუტანა. ჩვენ ვართ ქვეყანა დღეს, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე კლებაში ვართ. სწორედ ეს არის ის რუსული პოლიტიკა, რომელსაც სულ გვიმეორებდნენ, საქართველო ქართველების გარეშე. ამიტომ ჩვენ დღეს გვაქვს შანსი, 12 დღეში, თითოეულმა თქვენგანმა და ყველამ, ვინც გვისმენს სრული მობილიზაცია გავაკეთოთ და ერთხელ და სამუდამოდ ამ დაჭაობებულ პოლიტიკას ვუთხრათ უარი, დავამთავროთ ქართული ოცნების პოლიტიკა საქართველოში. 

მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვემზადეთ: არჩევნებამდე შევქმენით კოალიცია ანა დოლიძის, ალეკო ელისაშვილის პარტიის, თავისუფლების მოედნის და ლელოს ბაზაზე. ამ გაერთიანებას შემოუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. გეგმა, რომელიც შევქმენით და რომელსაც ჰქვია "ილიას გზა", რომლითაც უნდა იაროს ქართველმა ერმა, ყველაფერია გაწერილი: 27 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის რეალური რეკონსტრუქცია და მშენებლობა, ძლიერი საქართველოსი, ამაში შედის, სამუშაო ადგილები, 1000-ლარიანი პენსია, განათლების რეფორმა და შანსი იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც ასულები არიან, ჩვენი ემიგრანტები, მათ იგრძნონ, რომ დაიწყო საქართველოში დიდი მშენებლობა. ერთად, ყველამ ერთად ავაშენოთ ძალიან ძლიერი ქვეყანა და ამას გავაკეთებთ თქვენთან ერთად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  3. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ვენესუელაში ორი მიწისძვრის შედეგად 4300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 235 გარდაიცვალა.CNN-ის ცნობით, ამის შესახებ…