ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს შეხვდა, — ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე მიიღო.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.

ასევე, დღეს უკრაინის პრეზიდენტი შესაძლოა პარიზს ეწვიოს, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლეში უმასპინძლებს.