მამუკა მდინარაძე

6 Oct. 2024, 16:09

"აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს - ქართული ოცნება ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებსო…
ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია:
1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება!
2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!
3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით!" — წერს მამუკა მდინარაძე 

შეგახსენებთ, წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, იმგვარი კონსტიტუციური ცვლილებების მიღებაა, რაც მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა უნდა გახდეს. მმართველ პარტიაში ამ დრომდე არ დაუკონკრეტებიათ, რა ტიპის ცვლილებებს გულისხმობს აღნიშნული გეგმა. 

რამდენიმე კვირის წინ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა, რომ 2008 წლის ომი მაშინდელმა ხელისუფლებამ "გარე ძალების დაკვეთით დაიწყო და ჩვენ უნდა გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რათა მოვიხადოთ ბოდიში"

ბიძინა ივანიშვილის ამ ფრაზას დიდი კრიტიკა მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ

დაჰკვირვებიხარ, შოკოლადს რომ მშიერი, ცარიელ კუჭზე შეჭამ, სხვანაირად მოქმედებს შენზე და როცა სხვა საჭმელს აყოლებ —…