აშშ-მა სომხეთს უსაფრთხოების გასაძლიერებლად 20 მილიონი დოლარი გამოუყო
ფოტო: OC Media
USAID-ის ადმინისტრატორმა, სამანტა ფაუერმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთს კიბერ, სასაზღვრო და ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად 20 მილიონ დოლარს გამოუყოფს. რამდენიმე კვირის წინ სააგენტომ სომხეთის 5-წლიანი პაკეტის დაფინანსება გააორმაგა.
განცხადება ოთხშაბათს, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ორგანიზებულ ღონისძიება Democracy Delivers Initiative-ზე გაკეთდა.
"მე მოხარული ვარ, ვისარგებლო მომენტით და გამოვაცხადო, რომ კონგრესი, USAID-თან და სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად, სომხეთს კიბერ, სასაზღვრო და ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად 20 მილიონ დოლარს გამოუყოფს", — განაცხადა ფაუერმა.
ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პარალელურად მიმდინარეობდა და მას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ესწრებოდა.
სიახლის პარალელურად, სომხეთში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ დამატებით 600 ათასი დოლარი გამოიყოფა ინფორმაციის სანდოობისა და ინფორმაციული მედეგობის გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში. ეს დაფინანსება მოხმარდება დამოუკიდებელი მედიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას, მედიაწიგნიერების კუთხით ინოვაციების მხარდაჭერას და სომხეთში მედიის საკვანძო რეფორმების ადვოკატირების წახალისებას.
სექტემბერში USAID-მა სომხეთის ფინანსური დახმარების 5-წლიანი პაკეტი 120 მილიონი დოლარიდან 250 მილიონამდე გაიზარდა.
შეთანხმების მიხედვით, დამატებითი დაფინანსება მოხმარდება სომხეთში მმართველობის გაუმჯობესებას, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას, ბუნებრივი რესურსების ეკომეგობრულ მენეჯმენტსა და სამიზნე სექტორებში კონკურენციის წახალისებას.
ჯერ კიდევ ივლისში, სომხეთში საქმიანი ვიზიტით ყოფნისას, ფაუერმა 12-მილიონიანი დაფინანსების შესახებ განაცხადა, რომელიც სომხეთის ციფრულ ტრანსფორმაციას, საკვების უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების გაძლიერებას მოხმარდება. ასევე, აპრილში, აშშ-ის, ევროკავშირისა და სომხეთის წარმომადგენლების ბრიუსელში ერთობლივი შეხვედრის შემდეგ, სომხეთმა დამატებით 65 მილიონი დოლარი მიიღო.
25 სექტემბერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, შეიარაღებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ბონი ჯენკინსს, შეხვდა. მხარეებმა სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად აშშ-ის მხარდაჭერას ძალიან აფასებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები