გურო იმნაძე

24 Sep. 2024, 15:05

"ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს სამართლებრივი თვითნებობის ახალი სიმაღლე დაიპყრო და საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიიჩნია საერთაშორისო გამჭვირვალობა და აირჩიე ევროპა.
რაჟდენ კუპრაშვილის ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ჯდება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში და პირიქით, ეს არის სამართლის თეატრალიზება, ფორმალური ნორმებით და პროცედურული არგუმენტებით სამართლის ბაზისური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა.
ოდნავ უკან რომ გავიხედოთ და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ისტორია გავიხსენოთ (სულ რაღაც 2023 მარტში ამოქმედდა ეს სამსახური), იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ღიად ავტორიტარული ზრახვების და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე ხელისუფალს ახალი სამსახურის შექმნა არ უნდა მოვთხოვოთ. პირველ რიგში სწორედ ჭარბი და უკონტროლო პოლიტიკური ძალაუფლება უნდა დაბალანსდეს, სხვა შემთხვევაში, ასეთი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი ნებისმიერი ახალი სამსახური მაქსიმუმ დემოკრატიული კონტროლის ილუზიას ქმნიდეს, უარეს შემთხვევაში კი ეს ახალი სამსახური ავტორიტარიზმის ახალ იარაღად იქცევა. ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიურო იქცა წინასაარჩევნოდ სამოქალაქო ჯგუფების ახალ მდევნელად."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა

ატაკამის უდაბნო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მუდმივად მშრალი რეგიონია. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ის ყვავილებით…