ირაკლი კობახიძე

14 Sep. 2024, 22:02

"რაც შეეხება გაწევრიანებას, ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წელზე, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ 2030 წელზე საუბრობენ თავად ევროპელი პარტნიორები. ეს არის ყველაზე მოკლე ვადა, როდესაც შეიძლება საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როდესაც ჩვენი ზომის ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, მაშინაც კი, ამ ზომის ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარება წლიურად შეადგენს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს, ანუ 2031 წლიდან საქართველო მიიღებს დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს. 14 მილიარდი დოლარი არის ჩვეულებრივი ტყუილი. თუ საუბარია კანდიდატ ქვეყნებზე, კანდიდატი ქვეყნებისთვის მთლიანად არის გამოყოფილი 14 მილიარდი 7 წელიწადზე. ამ 14 მილიარდიდან უდიდესი ნაწილი მიდის, მაგალითად თურქეთზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ქვეყანა, ათეულობით მილიონი მოსახლეობით, ეს მიდის სერბეთზე, მონტენეგროზე, ბოსნიაზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. შესაბამისად, 14 მილიარდიდან რამდენი შეიძლება შეხვდეს 7 წელიწადში საქართველოს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ამ 14 მილიარდიდან საქართველოს წილი რეალურად არის 100 მილიონი, რასაც ისედაც იღებს საქართველო. შესაბამისად, ეს 14 მლრდ არის ტყუილი. აქედან გამომდინარე, ძალიან უჭირს და საერთოდ ვერ ახერხებს ნაცმოძრაობა იმის დაკონკრეტებას, თუ რას უკავშირდება ეს დაპირება. ეს არის ცარიელი ტყუილი, რომელიც, რეალურად, ნახევარ საათში გაქარწყლდა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი — არც თუ ისე საყვარელი…