5 მოვლენა, რომლითაც 2024 წლის ზაფხული სამუდამოდ დაგვამახსოვრდება
ფოტო: On.ge
2024 წლის ზაფხული ემოციურად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, ბევრი რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც, ზოგიერთი რამ სრულიად მოულოდნელადაც. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ სტატიაში ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებზე გიამბობთ. როგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა:
"ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,
რაც სამუდამოდ გვემახსოვრება."
1. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. C დივიზიონის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დავამარცხეთ და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მყოფი ათი ათასობით გულშემატკივარი წამიერად მოედანზე აღმოჩნდა, ტიროდა ყველა, დიდიც, პატარაც, ისინიც კი, ვისაც იქამდე არასდროს უყურებია ქართული ფეხბურთისთვის, იქნებ და რის გამო, შეიძლება ამის მიზეზი უბრალოდ ბევრჯერ განცდილი იმედგაცრუებაა, მაგრამ როგორც ეროვნული ნაკრების ჰიმნშია, მთელმა საქართველომ ერთად დაიჯერა გამარჯვების.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
ფოტო: ეროვნული ნაკრები
და ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი ზღაპარი დაიწყო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰინი გაჟღერდა...
ევრო 2024 გერმანიაში გაიმართა, საქართველო F ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იყვნენ.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და ქართველ გულშემატკივარსაც თავდაჯერება ერთი-ორად გაეზარდა.
სასწაული ჯერ კიდევ წინ იყო...
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაამარცხებდა, ბიჭები თავიანთი გმირის, რონალდოს წინააღმდეგ ითამაშებდნენ და გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ. ქუხდა და ისმოდა გერმანიის ქუჩებში ქართული შეძახილები, უამრავი ადამიანი ჩავიდა საქომაგოდ, წავიდნენ ოჯახებით, რათა ამ ისტორიული მომენტის მონაწილეები გამხდარიყვნენ.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
ფოტო: ეროვნული ნაკრები
ინტერნეტში დაიწყო პირობების დადება, რას გააკეთებდნენ ადამიანები იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიასთან გავიმარჯვებდით. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მეამიტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურად ეს იყო ერთიანობის, თავგანწირვის, გვერდში დგომისა და სიყვარულის უდიდესი მაგალითი.
საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა...
მთელი მსოფლიო გააკვირვა დებიუტანტი გუნდის ასეთმა თამაშმა, მეტოქეებიც კი აღიარებდნენ იმ ძალასა და შემართებას, რომელიც ასე ცალსახად იგრძნობოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველები წარმატებამ გაათამამა და იმის ამბიციაც კი გაგვიჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატები გავმხდარიყავით, საქართველო ჯგუფიდან გასვლის შემდეგ ესპანეთთან, მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა, მაგრამ დამარცხდა ღირსეულად და ეს მარცხი შეიძლება გამარჯვებაზე ღირებულიც კი იყო. როგორც ეროვნული ნაკრების თითოეულმა მოთამაშემ, ისე ყოველმა ქართველმა ისწავლა უამრავი რამ, მიიღო დიდი გამოცდილება, იგრძნო რას ნიშნავს ევროპის ნაწილად ყოფნა და დაიბადა ახალი იმედებიც.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თბილისში დახვედრა მოვუწყეთ და ასეთი დახვედრა გამარჯვებულ, ჩემპიონ ესპანეთსაც არ ჰქონია — ჩვენ ჩვენი პირადი ჩემპიონი გვყავდა.
ფოტო: ეროვნული ნაკრები
ფოტო: ეროვნული ნაკრები
ბედნიერებისგან, სიხარულისგან, ერთიანობისგან ამდენი ლამაზი ადამიანი შეიძლება არც არასდროს გვინახავს. ყველას გვემახსოვრება ჩაფიქრებული, მომღიმარი ქოჩორა, რომელიც ამ ხალხს უყურებდა და მიყვებოდა ერთ ლათინურ სენტენციას — Carpe diem (დაიჭირე წამი).
2. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა
პარიზის ოლიმპიადა ამ ზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ნამდვილად იყო.
26 ივლისს პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა. ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნები კი მდინარე სენაზე წარადგინეს.
პარიზის ოლიმპიადის გახსნას მთელ მსოფლიოში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა — ზოგი აღფრთოვანებული იყო, ზოგმა კი რადიკალურად გააკრიტიკა პერფორმანსი, ორიგინალურობა დაუწუნა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას შეადარა.
ფოტო: Getty Image
ცნობილი თეატრალური ექსპერიმენტალისტის, თომას ჟოლის შოუში მონაწილეობდნენ მომღერლები ლედი გაგა და სელინ დიონი, რომელმაც ედიტ პიაფის L’Hymne à l’amour ეიფელის კოშკიდან შეასრულა. მონაწილეებს შორის იყვნენ ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ზინედინ ზიდანი და სპორტისა და შოუბიზნესის სხვა ბევრი ვარსკვლავიც.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
შოუს ნაწილი იყო დრეგ არტისტების მონაწილეობით გამართული პერფორმანსიც.
ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე...
საქართველოდან პარიზის ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენი გაემგზავრა.
ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის 9 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა — ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა.
საქართველომ პარიზის ოლიმპიადა ჯამში შვიდი მედლით და 24-ე ადგილით დაასრულა საერთო გუნდურ ჩათვლაში, რაც ისტორიული შედეგია.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty images
პარიზის ოლიმპიადის საბოლოო შედეგი კი ასე გამოიყურება:
3 ოქრო — ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა);
3 ვერცხლი — ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო), ილია სულამანიძე (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა);
1 ბრინჯაო — ლაშა გურული (კრივი).
3. საქართველოში გაუქმებული კონცერტები
ამ ზაფხულს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი კონცერტი გაიმართა, OneRepublic-ისა და Scorpions-ის, ასევე უნდა გამართულიყო Massive Attack-ის კონცერტიც, თუმცა, ამ უკანასკნელმა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების და "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო", დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, განცხადებაში კი აღნიშნა:
"ჩვენი სოლიდარობა მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოში. ვფიქრობთ, რომ მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს და მათმა ბრძოლამ საერთაშორისო ყურადღება უნდა მიიქციოს. ჩვენ დავბრუნდებით და კონცერტს თქვენთან ერთად გავმართავთ, როცა თავისუფლები იქნებით. #დაიცავიპროტესტი"
ფოტო: TKT.ge
თბილისში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმაც Placebo. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბენდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კონცერტი Mono Hall-ის ორგანიზებით რადიო ქალაქის სივრცეში 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
ფოტო: TKT.ge
ბრიტანული ჯგუფი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქართველი პრომოუტერების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შექმნილმა ვითარებამ საქართველოს დედაქალაქში კონცერტის გამართვა ლოჯისტიკურად შეუძლებელი გახადა.
"ძალიან ვწუხვართ იმ იმედგაცრუებისთვის, რაც შესაძლოა ამან გამოიწვიოს. დიდ ბოდიშს ვუხდით ყველა ჩვენს გულშემატკივარს ყაზახეთსა და საქართველოში კონცერტების გვიან ეტაპზე გაუქმებისთვის. ასევე ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც შორიდან მოგზაურობა დაგეგმა.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ორივე ქვეყანაში დავბრუნდებით, როცა ეს შესაძლებელი იქნება.
გმადლობთ გაგებისთვის.
ბრაიანი და სტეფანი", — წერია ჯგუფის განცხადებაში.
კონცერტის გაუქმებამ საქართველოში უკმაყოფილება ნამდვილად გამოიწვია. მაშინ, როდესაც ამ კონცერტებისთვის ქართველმა მაყურებელმა თვეებით ადრე შეიძინა ბილეთები, ალბათ, ამ ზაფხულიდან არც ეს იმედგაცრუება დაგვავიწყდება.
4. ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი — Brat
შეიძლება ითქვას, რომ ამ ზაფხულს მთელი ინტერნეტსივრცე გამწვანდა. ინსტაგრამზე და ტიკტოკზე გვხვდებოდა ლაიმისფერ მწვანე ფონზე შავი წარწერებით გაკეთებული ფოტოები.
ფოტო: Getty Images
brat ბრიტანელი მუსიკოსის, Charli XCX-ის უახლესი, მეექვსე სტუდიური ალბომია. ჩარლის ახალმა მუსიკამ მისი მსმენელთა რაოდენობა ერთიორად გაზარდა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმაც მომენტალურად აიტაცეს მწვანე ფონზე შავი წარწერის გაკეთების იდეა.
ჩარლიმ ყველა მუსიკალური სიის მოწინავე პოზიცია დაიკავა და ოფიციალურად წლევანდელი ზაფხული "ბრატის ზაფხულად" გამოცხადდა.
უამრავმა ადამიანმა და კომპანიამ ამ ტრენდის პიარისთვის გამოყენება დაიწყო, მათ შორის იყვნენ სელებრითებიც, მაგალითად ჯესიკა ალბა, კარა დელევინი, ბრუკ შილდსი და ა.შ.
განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ ტრენდს არც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი ჩამორჩა. brat-ის სიმღერები და მასთან ასოცირებული ფერები ჰარისის საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა.
ფოტო: Getty Images
ამ ყველაფრის მერე, რამ უნდა დაგვავიწყოს "ბრატის ზაფხული"?
5. ჩატარდა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მუსიკალური ტურები
ტეილორ სვიფტის ერას ტური
ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალური ტურნე მარტში წამოიწყო.
ტეილორ სვიფტი საკონცერტო ტურნე The Eras Tour ისტორიაში პირველი გახდა, რომელმაც $1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
ტურნე 152 კონცერტისგან შედგებოდა, რომელზეც საშუალოდ 4.35 მილიონი ბილეთი გაიყიდა. შემოსავალმა კი $1.04 მილიარდი შეადგინა.
ფოტო: Getty Images
მიუხედავად დიდი წარმატებისა, ტურის განმავლობაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, სვიფტის ვენაში დაგეგმილი კონცერტები ტერაქტის გამო ჩაიშალა.
პოლიციამ ავსტრიის ქალაქ ტერნიცში, 7 აგვისტოს დააკავა ორი პირი, რომლებიც სამართალდამცავების ცნობით, ვენასა და მის შემოგარენში ტერაქტებს გეგმავდნენ. ეჭვმიტანილი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) სამხედრო ჯგუფის წევრი აღმოჩნდა.
მოგვიანებით, მომღერალმა ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნა და ამ ფაქტს გამოეხმაურა:
"ჩემი მთავარი მიზანი ჩვენი ევროპული ტურნეს უსაფრთხოდ დასრულება იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს შევძელით"
ადელის ევროპული ტური
როგორც ვიცით, ადელმა განაცხადა, რომ დიდხნიანი კარიერული შესვენების აღება სურს.
"ახალი მუსიკის გამოშვებას საერთოდაც არ ვგეგმავ", — ამბობს მუსიკოსი, — "ამის [მიმდინარე კონცერტების] დასრულების შემდეგ დიდი პაუზის აღება მინდა. მსურს, სხვა შემოქმედებითი საქმით დავკავდე, ცოტა ხნით მაინც"
ფოტო: Getty Images
თუმცა მომღერალმა ამ ზაფხულს ევროპული ტური მიუნხენში გამართა, როგორც თავად ამბობს, შესვენებამდე ეს მისი ბოლო კონცერტები იყო.
არც ის დაგვავიწყდება, რამდენად ემოციურად შეხვდა ამ ყველაფერს თავად მომღერალიც და ბოლო გამართულ კონცერტზე ატირდა კიდეც.
Coldplay-ს ევროპული ტური
Coldplay ყველასთვის საყვარელი ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. Coldplay-ს პოპულარობაზე ათასობით გაყიდული ბილეთიც მეტყველებს.
2024 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში Coldplay-მ ტურნე ევროპაში ჩაატარა, კონცერტები საბერძნეთში, რუმინეთსა და ფინეთში გაიმართა. ტეილორ სვიფტის ტურის შემდეგ Coldplay-ს მიერ ჩატარებული ეს ევროპული ტური ყველაზე შემოსავლიანი აღმოჩნდა, შემოსავალმა მილიარდს მიაღწია.
ფოტო: Getty Images
ბრიტანული როკ-ჯგუფის კონცერტებს არაერთი ქართველი გულშემატკივარიც დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის Brit-ის რვა ნომინაცია საუკეთესო ბრიტანული ჯგუფის ნომინაციაში (სამჯერ გამარჯვებით) და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ხუთი ჯილდო. Coldplay გრემის შვიდ ჯილდოს ფლობს.
ასევე იხილეთ:
- UEFA-მ ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა — საქართველოს ნაკრები სამ ნომინაციაშია დასახელებული
- 10 დასამახსოვრებელი მომენტი ევროპის ჩემპიონატებიდან
- პარიზის ოლიმპიური თამაშები პომპეზურად დაიხურა — ნახეთ ფოტოები
- ოლიმპიელ მოცურავეთა ეჭვების გასაფანტად პარიზის მერმა მდინარე სენაში გაცურა
- ყველაფერი, რაც პარიზის ოლიმპიადაზე უნდა იცოდე
- ტეილორ სვიფტის კონცერტები ტერაქტის საფრთხის გამო გაუქმდა — რა ხდება ვენაში?
- ტეილორ სვიფტი ვენაში კონცერტების გაუქმების ფაქტს ეხმაურება
- "დიდი პაუზის აღება მინდა" — ადელი ახალ ალბომს კიდევ კარგა ხანს არ გამოუშვებს
- იცი, რა არის brat? — აი, რატომ გამწვანდა ინტერნეტი
-
როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს როცა "რობოტი" ადამიანს გვირჩევნია: მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კლიტორის სრული ნერვული ქსელი 3D-ში ასახეს
გადახედვა
-
ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო 100 წელიწადში ადამიანის თავის ქალა მნიშვნელოვნად შეიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
-
"მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება? "მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება?
გადახედვა
-
როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი როგორ იწმინდება მთის მდინარე თავისით — დინების, ქვებისა და ჟანგბადის უხილავი მექანიზმი
-
შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს
გადახედვა
-
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
გადახედვა
-
ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა გაწყვიტა
გადახედვა
-
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
-
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აშშ-ში საქართველოს გავლით გაიქცა Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აშშ-ში საქართველოს გავლით გაიქცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები საქართველოს ბანკის ქუთაისობისადმი მიძღვნილი კამპანიები
-
რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე? რა ევალება მამუკა მდინარძეს ახალ პოსტზე?
გადახედვა
-
ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება ნიკოლოზ ალავიძე: თუ იმავე ფულით ნაკლებს ყიდულობ, მაშინ ეკონომიკა შენთვის არ იზრდება
გადახედვა
-
დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ დღეიდან, 1-ელი მაისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მუშაობისთვის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ
გადახედვა
-
ქუთაისში პირი, რომელმაც კაცი სანადირო თოფით მოკლა დააკავეს ქუთაისში პირი, რომელმაც კაცი სანადირო თოფით მოკლა დააკავეს
გადახედვა
-
"სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე "სადისტიბუციო ცენტრების რეკომენდაცია გადმოწერეს ვენესუელიდან, რომელსაც დიქტატორი ხელმძღვანელობდა" — რომან გოცირიძე ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე
გადახედვა
-
სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება
გადახედვა
-
ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა
გადახედვა

კომენტარები