"დიდი პაუზის აღება მინდა" — ადელი ახალ ალბომს კიდევ კარგა ხანს არ გამოუშვებს
ფოტო: Gareth Cattermole / Getty Images
ინტერნეტში ერთი ცნობილი მიმი არსებობს: ადელი რომ ექვსი თვე მუშაობს და მერე შვიდი წლით იკარგება, ეგეთი სამსახური მინდაო. ინგლისელი მუსიკოსი, სხვა ყველაფერთან ერთად, იმითაცაა ცნობილი, რომ ალბომებს შორის დროის დიდ შუალედებს იცავს და ამ ინტერვალებს ყოველ ჯერზე ზრდის. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მუსიკოსი ახლო მომავალში ახალი მუსიკით ფანების გაოცებას არ აპირებს.
ადელი, რომელიც ამჟამად მიუნხენში კონცერტების გასამართად ემზადება, გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში ამბობს, რომ შესვენება სურს, თანაც — დიდი ხნით.
"ახალი მუსიკის გამოშვებას საერთოდაც არ ვგეგმავ", — ამბობს მუსიკოსი, — "ამის [მიმდინარე კონცერტების] დასრულების შემდეგ დიდი პაუზის აღება მინდა. მსურს, სხვა შემოქმედებითი საქმით დავკავდე, ცოტა ხნით მაინც".
2022 წლის ნოემბერში ადელმა ლას-ვეგასში კონცერტების სერია უქმეები ადელთან ერთად წამოიწყო. სერია, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ორ-ორ კონცერტს მოიცავს, მუსიკოსმა 2024 წლის ნოემბრამდე გაახანგრძლივა. სხვათა შორის, წლის დასაწყისში, ერთ-ერთ საშაბათკვირო კონცერტზეც განაცხადა ადელმა, რომ ახალი ალბომის დაწერას კიდევ "კარგა ხანს" არ აპირებს.
"ვღელავ, კონცერტებზე ხმა არ გადამეღალოს", — ასე უპასუხა მუსიკოსმა The Hollywood Reporter-ის შეკითხვას შარშან დეკემბერში, მოიცალა თუ არა ახალი მუსიკისთვის, — "ბევრს ვმღერი, მთლიანად ცოცხლად, მთელი ორი საათი. ეს ბევრია. თან მე კიდევ უთავბოლოდ ვლაქლაქებ ხოლმე. თუმცა, სათქმელი ჯერ არაფერი მაქვს. ამაზე არც კი მიფიქრია".
ადელის ამ დროისთვის ბოლო, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით 30, ექვსწლიანი მოლოდინის შემდეგ 2021-ში გამოვიდა. ნამუშევარი გრემის ექვს ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის, საუკეთესო ალბომის კატეგორიაში. 30 ოცდახუთი ქვეყნის ჩარტების სათავეშიც აღმოჩნდა და წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
კომენტარები