იცი, რა არის brat? — აი, რატომ გამწვანდა ინტერნეტი
თუ ინსტაგრამსა და ტიკტოკს ისე ქრონიკულად სქროლავ, როგორც ჩვენ, მაშინ აუცილებლად შეგხვდებოდა ლაიმისფერ მწვანე ფონზე შავი წარწერებით გაკეთებული ფოტოები. თუ არ იცი რაზე ვსაუბრობთ, მოემზადე, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი უნდა გავაანალიზოთ.
brat ბრიტანელი მუსიკოსის, Charli XCX-ის უახლესი, მეექვსე სტუდიური ალბომია, რომელშიც შერწყმულია ამყოლი, კლუბური მუსიკა, ემოციური ტექსტები და, რაც მთავარია, თავდაჯერებული ინდივიდუალიზმის მოტივები. გარდა იმისა, რომ ჩარლის ახალმა მუსიკამ მისი მსმენელთა რაოდენობა ერთიორად გაზარდა, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მომენტალურად აიტაცეს მწვანე ფონზე შავი წარწერის გაკეთების იდეა. კონცეფცია ელვის სისწრაფით მოედო მთელს ინტერნეტს და სულ მალე ყველა სოციალურ ქსელში #1ტრენდად იქცა. brat-ის სიმღერებზე ცეკვები შეიქმნა, მწვანე-შავ ფერებში უამრავი მიმი გაკეთდა, ჩარლიმ ყველა მუსიკალური სიის მოწინავე პოზიცია დაიკავა, რის შემდეგად წლევანდელი ზაფხული ოფიციალურად შეირაცხა "ბრატის ზაფხულად".
ალბომის პოპულარობამ მალევე იმხელა ნიშნულს მიაღწია, რომ ჰოლივუდსა და მის გარეთ მოღვაწე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა თუ კომპანიამ მისი ესთეტიკის პიარისთვის გამოყენება დაიწყო. ბრუკ შილდსი, ჯო ჯონასი, ბეატი პრინსლუ, ჯესიკა ალბა, კარა დელევინი, დეივ გროლი — ეს იმ სელებრითების მცირე ჩამონათვალია, ვინც ჩარლის სიმღერებზე ცეკვის ვიდეო გადაიღო. თუმცა, ყველაზე მწვანე ზაფხულის ყველაზე შოკისმომგვრელი მონაწილე კამალა ჰარისი აღმოჩნდა — ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი. brat-ის სიმღერები და მასთან ასოცირებული ფერები მალევე გახდა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ნაწილი.
კამალა ჰარისის ოფიციალური გვერდი X-ზე
ფოტო: Twitter/ X
რატომ გახდა ეს ალბომი ასეთი პოპულარული?
ჩემი აზრით, brat-ის წარმოუდგენელი წარმატება რამდენიმე ფაქტით აიხსნება.
ჩარლიმ ალბომი 7 ივნისს გამოუშვა, რაც მისი მარკეტინგის გუნდის მხრიდან ზუსტად გათვლილი თარიღი იყო. ზაფხულის დასაწყისი, მსოფლიოში მიმდინარე სტრესული მოვლენებისგან ყურადღების გადატანის საერთაშორისო მოთხოვნა და ტრადიციული პოპ მუსიკისგან განსხვავებული რიტმის შეგრძნების სურვილი ამ დროს საზოგადოებაში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა. ამასთან ერთად, ყოველი ზაფხული ხასიათდება რომელიმე ტრენდული სიმღერით, "ზაფხულის ჰიმნით". მაგალითად, 2022 წლის ზაფხულში მთელ მსოფლიოს ჰარი სტაილსის სიმღერები ჰქონდა ატაცებული, გასული წლის ზაფხულს კი ყველგან ისმოდა მაილი საირუსის ჰიტი Flowers. 2024 წლის ზაფხული უკვე დაწყებული იყო, ჩარლიმ კი ზუსტად იმ დროს გამოუშვა სინგლი 360, როცა ყველას გვჭირდებოდა სიმღერა, რომელსაც ავიკვიატებდით. სიმღერის ასაცეკვებელმა ტემპმა, თავდაჯერებულმა ტონმა და საკუთარი თავის სიყვარულით გაჟღენთილმა ლირიკამ გაამართლა — თითქმის ორი თვის გასვლის შემდეგაც კი, 360 კვლავ დომინირებს სტრიმინგ პლატფორმებზე.
Charli XCX-ის კონცერტი
ფოტო: gETTY
მირიამ-ვებსტერის ლექსიკონის განმარტების მიხედვით, ინგლისურ ენაში brat ცუდი ყოფაქცევის მქონე ბავშვს ან ჩამოუყალიბებელ ადამიანს აღნიშნავს. სწორედ ამ სიტყვამ განსაზღვრა ალბომის კონცეფცია, რომელშიც მისი გლობალური წარმატების მეორე მიზეზს ვხედავ. საზოგადოების მიერ დაწესებული წესებით ცხოვრების უარყოფა, მოზომილი, "მისაღები" ქცევის პატერნისგან გადახვევა ჩარლიმ brat-ის მსოფლმხედველობად აქცია, რამაც უამრავი ადამიანისგან მოიპოვა გამოხმაურება. ნორმების მიმართ ამბოხი ალბომის ერთ-ერთი მთავარი მოტივია, რის გამოც მსმენელს უჩნდება იმის განცდა, რომ ჩარლის მოსმენა მას მასისგან გამოარჩევს. დიახ, ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც თქვენ გვკარნახობთ და ასე ცხოვრება მშვენიერია — ამ დამოკიდებულების ხმამაღლა დაფიქსირების გამო, brat გახდა მეტი, ვიდრე ალბომი. ის უკვე ფილოსოფიაა.
brat-ის სარეკლამო კამპანია ლონდონში
ფოტო: Getty Images
ამ ყველაფერთან ერთად, ალბომი ქალური ერთობის ერთგვარი განსხეულება და მანიფესტაციაცაა. ჩარლის სიმღერებში ბევრი ისეთი ქალია ნახსენები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების სტილით ზუსტად ერგებიან brat-ის მსოფლმხედველობას, მაგალითად ჯულია ფოქსი, რომელიც მუდამ იქცევს ყურადღებას საზოგადოების მიერ ნორმალიზებული სილამაზისა და აზროვნების სტანდარტებისგან რადიკალურად შორს დგომით. 360-ის კლიპში ვხედავთ ბევრ ისეთ ინტერნეტპერსონას, რომლებიც არ თავსდებიან საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ე.წ “ქალურობის” ყალიბში— ტრანსგენდერი მოდელი ალექს კონსანი, მსახიობი ქლოი სევინი, მოდელი გაბრიეტი და ა.შ.
Charli XCX და 360-ის კლიპში მონაწილე ქალები
ბრატის ზაფხული გრძელდება
Girl, So Confusing ჩემი საყვარელი სიმღერაა ამ ალბომიდან. ჩარლიმ ფართო აუდიტორიას უამბო მომღერალ ლორდთან არსებული დრამის შესახებ, რომლის შესახებ სპეკულაცია ინტერნეტში უკვე წლებია მიმდინარეობს. ამ სიმღერაში ორმა არტისტმა საკუთარი პერსპექტივიდან მოგვითხრო იმ დრამის შესახებ, რომელიც მუსიკის ინდუსტრიაში მოხვედრილ ორ ახალგაზრდა გოგოს გადახდა და იმაზე, რომ სწორედ ეს ინდუსტრია და მასში ღრმად ფესვგადგმული პატრიარქატი ხდება ხოლმე ქალ არტისტებს შორის დაპირისპირების მიზეზი. ამ კომპოზიციით ლორდმა და ჩარლიმ მათ შორის არსებული გაუგებრობა თუ შეუმდგარი მეგობრობით გამოწვეული დაბნეულობა გადალახეს და გვაჩვენეს, რომ არ არის აუცილებელი ყველა ერთნაირი პრინციპებით ვცხოვრობდეთ, რათა ერთმანეთი დავაფასოთ, თუნდაც შორიდან გვიხაროდეს სხვისი წარმატება და ვგულშემატკივრობდეთ.
ფოტო: Pinterest
ალბომისა და მისით შთაგონებული ვიდეოებისა თუ ფოტოების ინტერნეტში ორთვიანი ბრუნვის შემდეგ ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Dazed და Pitchfork "brat-ის ზაფხული" დასრულებულად გამოაცხადეს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ალბომის ირგვლივ არსებულ საერთო აღტაცებას კამალა ჰარისიც შეუერთდა და brat პოლიტიკასთან გახდა ასოცირებული. თუმცა, ჩარლიმ პრესის ნეგატიური გამოხმაურება გამოწვევად ჩათვალა და 2 აგვისტოს მუსიკის ახალგაზრდა ტიტანად ჩამოყალიბებულ ბილი აილიშთან კოლაბორაცია შემოგვთავაზა.
სიმღერა Guess-ის რემიქსში ბილი და ჩარლი ერთმანეთს და საკუთარ თავებსაც აქებენ, ინდივიდუალური თვალთახედვიდან გვიჩვენებენ და სექსუალურად წარმოაჩენენ. ვფიქრობ, ქვეტექსტურად იმასაც გვეუბნებიან, რომ დრომოჭმულია აზრი, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავის სათანადოდ დაფასება, მისით სიამაყე და მიმზიდველობით ტრაბახი მიუღებელია. გამოსვლიდან 20 საათზე ნაკლებ დროში მუსიკალურ ვიდეოს უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა და წარმოუდგენლად ბევრი გამოხმაურება აქვს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ "ბრატის ზაფხული" კი არ დასრულებულა, ყველაზე აქტიურ ფაზაში სწორედ ახლა შედის.
და ბოლოს, ვფიქრობ, ეს ალბომი ზუსტად ისაა, რაც ყველას გვჭირდებოდა. ტექნოს ელემენტები, საკუთარი იდენტობის გადააზრების და მიღების ნარატივი, იდეალური ბრენდინგი — brat ამ ყველაფრის ნაზავია, ამიტომ, ცალსახად იმსახურებს იმ პოპულარობას, რაც დაიმსახურა.
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

კომენტარები