ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

9 Sep. 2024, 10:25

"რადიკალური ოპოზიცია და მისი მფარველები აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიების სახით. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში დაბრუნდება ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება. მათი თქმით, საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ევროპული მომავალი, თუ ქვეყანაში ომი და ნგრევა დაბრუნდება. ამ ადამიანებს ერთადერთ მიზნად აქვთ დასახული, შეასრულონ გარედან მიღებული დავალება, არიონ ქვეყანა, საქართველო მეორე ფრონტად აქციონ და ხალხი ბნელ წარსულში დააბრუნონ. ამას ქართული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს! 26 ოქტომბერს ომისა და არეულობის პარტიას ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს! 26 ოქტომბერს მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა გაიმარჯვებს".

ამის შესახებ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში — მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

ავტომობილი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასთან დაკავშირებული საქმეები კი — არც თუ ისე საყვარელი…