ირაკლი კობახიძე

4 Sep. 2024, 15:11

"ტყუილს ამბობთ. გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? მე გეტყვით, იმაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლები, ვიდრე იყო მისული ღონისძიებაზე. სულ ყველა, ყველა საჯარო მოსამსახურე რომ მიგვეყვანა, მაინც ათჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ხვდებით, რაშია საქმე? სამარცხვინო ტყუილებია, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ არ მიგვყავს. საჯარო მოსამსახურე იმავდროულად თუ არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ზოგადად, ტრანსპორტით დახმარებაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. არაფერზე არ გაქვთ არგუმენტი და ამბობთ ტყუილებს, რაც ძალიან ცუდია. არავის არ სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იქ. რატომ? იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები მაინცაა იმაზე, ვიდრე ხალხი მიდის აქციებზე. ხომ ხედავთ, რამხელა ტყუილს ამბობთ".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით სიცრუეა, თითქოს “ქართულ ოცნებას“ რეგიონებში ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეები მიჰყავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს ქალაქები)

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? დროა შევამოწმოთ, რამდენად სწრაფად შეგიძლია არეული ასოებიდან საქართველოს კარგად ნაცნობი…