რასა იუკნევიჩიენე

2 Sep. 2024, 17:25

"გადაწყვეტილება მოლაპარაკების გადადებასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ მიუღია. ევროკავშირმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდა, იმ გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომლებიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ. საქართველო მოწინავე იყო გარკვეული პერიოდის წინ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, საქართველო ჩამორჩება. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელების სიმამაცის წყალობით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის გაფართოების საკითხის გააქტიურება, ეს არ მოხდა საქართველოს გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ეს არის მიზეზი, რის გამოც მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია, რა დროსაც გადაწყდება, დარჩება თუ არა საქართველო "რუსკი მირში" თუ აირჩევს ცხოვრების ევროპულ გზას. ეს უკიდურეს მნიშვნელობას ატარებს და ჩვენ ევროპელებმა, მათ, ვინც ვართ ევროკავშირში, თქვენს ქვეყანას დახმარება უნდა გავუწიოთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე ამას ქართველები აკეთებენ. ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თავად ქართველები არიან".

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის გარდამტეხი წელი ფარგლებში, ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…