ირაკლი ზარქუა

2 Sep. 2024, 14:31

"ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ — ეს კინო ნანახი გვაქვს. ყოველ არჩევნებზე ერთი და იგივე სახეები, დაფინანსებით, მუხტითა და შეძახილებით. მე მგონი ერთმანეთს ამხნევებთ. ქართველ ხალხთან, მათ, ვინც დაგხვდათ, საერთო არაფერი აქვთ. ლომჯარია, გიგაური და დანარჩენი უსამშობლოები ქართველი ხალხი არ არიან. ესენი არიან თქვენი დაკვეთით ცალ ფეხზე მოცეკვავე ხალხი. ასე რომ სულ ტყუილად ირჯებით. ამ უსაქმურობას, რასაც თქვენ აკეთებთ, გირჩევდით ნახოთ ჩვენი ქვეყანა, ჩახვიდეთ რეგიონებში, ხალხს გაესაუბროთ ჯობია. მათ შორის ჰკითხეთ, მილიონობით დაფინანსება რომ შემოდის და არასამთავრობო სექტორს აფინანსებთ, კმაყოფილები არიან თუ არა, მიდის თუ არა ადრესატამდე. არის თუ არა შედეგის მომცემი, რასაც აკეთებთ. აქვე გეტყვით — არა, რასაც თქვენ ამ უსამშობლოებს გრანტის სახით აძლევთ, ხელფასებში, რესტორნებში, მოგზაურობებში, არასწორი მესიჯის შედგენაში, რეკლამირებაში იხარჯება და ადრესატამდე ძალიან მცირე 5-6% მიდის. ბოლოს, თქვენ რომ შეიგნოთ და გაითავისოთ ქართველი ხალხის ბუნება, მე შემიძლია, რომ საღამოს ქართულ, ტრადიციულ სუფრაზე დაგპატიჟოთ, სადაც ქართველ გლეხს მოუსმენთ, რომ ღირსებასა და თავისუფლებას არაფერი ჯობია.

ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა. საღამოს 8-ისთვის თუ შემომეხმიანებით კაი 20-იანს და მაგარ სუფრას დაგახვედრებთ, სადაც ქართულ გენიას, სიმღერების, ფოლკლორის, ისტორიის, წარსულის და მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე და ამ ქვეყნის მნიშვნელობაზე

კიდევ ერთხელ გაგესაუბრებით. მერე იქნებ გაითავისოთ და გაითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანას თითის ქნევით არ უნდა დაელაპარაკო, თორემ მიიღებ იმ შედეგს, რომ მხოლოდ ლომჯარიები და გიგაურები იქნებიან თქვენი მასპინძლები".

ამის შესახებ  დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით გარდამტეხი წელი, საუბრისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  3. EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
  4. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს
  5. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"უზრუნველყოფილია ვეგანური კვების მენიუთი" — პენიტენციური სამსახური ნანა სანდერს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტივისტ ნინა სანდერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე-9 თვეა…