პიტერ ფიშერი

28 Aug. 2024, 14:50

„გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს; ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპელმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის.

ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რაც არაერთგზის გავიმეორე. ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებისგან. ეს არის ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზა საუკუნეების განმავლობაში ნაციონალიზმის, ფაშიზმის, ძალადობისა და გენოციდის შემდეგ. ასე რომ, ჩვენ არ ვართ ახლოს, რასაც შეიძლება გლობალური ომის პარტია ეწოდოს. 

ჩვენ ვართ გლობალური მშვიდობის პარტია. ამ უკუსვლამ გაგვაკვირვა და იმედი გაგვიცრუა, რაც ბევრ კითხვას აჩენს ქვეყნის მომავალი კურსის შესახებ"

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომ მასთან კონკრეტულმა ევროკომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა, არ სჯერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის "ენერგეტიკული ზავი"…