ქართველი ეტლით მოფარიკავეების პარალიმპიური ისტორია — საქართველოს ბანკი პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ეტლით ფარიკაობა პარასპორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანახაობრივი სახეობაა, რომელიც 1960 წელს პირველ პარალიმპიურ თამაშებზეც იყო წარმოდგენილი.
ტრადიციული ფარიკაობის მსგავსად, ეტლის ფარიკაობაც სწრაფი და დინამიკური პარასპორტია, სადაც საქართველოს გამორჩეული წარმომადგენლები ჰყავს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი პარალიმპიური ნაკრების მხარდამჭერია.
ეტლით ფარიკაობა პარალიმპიურ თამაშებზე
პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით მოფარიკავეები ორ კლასიფიკაციაში ასპარეზობენ:
A კლასი: მოფარიკავეს აქვს ხერხემლის კარგი კონტროლი და ბალანსი;
B კლასი: მოფარიკავეს არ შეუძლია ფეხის მოძრაობა, დარღვეული აქვს ხერხემლის კონტროლი, არ აქვს ბალანსის შესაძლებლობა.
პარალიმპიადაზე, ტრადიციულად, გამორჩეულ შედეგებს აჩვენებენ ფრანგი (64 ოქროს მედალი), ჩინელი (34 ოქროს მედალი) და იტალიელი (26 ოქროს მედალი) ეტლით მოფარიკავეები.
პარალიმპიურ თამაშებში პარაფარიკაობაში მედალი 25 ქვეყნის წარმომადგენელს აქვს მოპოვებული, მათ შორისაა საქართველოც ერთი ვერცხლის მედლით.
ქართველები ეტლით ფარიკაობაში
საქართველოში ეტლით ფარიკაობის განვითარება 2013 წელს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ დაიწყო. ერთ-ერთი პირველი პარასპორტსმენი, ვინც ქართველმა გულშემატკივარმა ამ სახეობაში იხილა, ირმა ხეცურიანი იყო.
წელს, 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე, ეტლით ფარიკაობაში საქართველოს სწორედ ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი წარადგენენ.
ირმა ხეცურიანი
ირმა ხეცურიანი აფხაზეთში დაიბადა. 6 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომის დროს მან და მისმა ოჯახმა მშობლიური ოჩამჩირე დატოვეს და საცხოვრებლად წყალტუბოში გადავიდნენ.
18 წლის ასაკში ირმას ხერხემალში კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. ოპერაციის ჩატარების შემდეგ ის ეტლით გადაადგილდება.
2013 წელს, 28 წლის ასაკში, ხეცურიანმა ვარჯიში ეტლით ფარიკაობაში დაიწყო, სადაც მრავალ წარმატებას მიაღწია. ირმა მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონია ინდივიდუალურ თუ გუნდურ ასპარეზობაში. ასევე, ის მსოფლიო თასის 21-გზის ოქროს მფლობელია.
2016-2018 წლებში ირმა საქართველოს საუკეთესო ქალ პარასპორტსმენად დასახელდა.
ხეცურიანმა რიოსა (2016) და ტოკიოს (2020) პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა, წელს კი ის პარალიმპიადაზე მესამედ წარადგენს საქართველოს.
სპორტის მიღმა ირმა ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაა, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში პარასპორტის ცნობადობის ამაღლებას და შშმ პირების ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციას.
ნინო თიბილაშვილი
ნინო თიბილაშვილმა ეტლით ფარიკაობაში ვარჯიში 2016 წელს, 19 წლის ასაკში, მალხაზ მესხის ხელმძღვანელობით დაიწყო.
ნინომ პირველ წარმატებას 2017 წელს უნგრეთში გამართულ მსოფლიო თასზე მიაღწია, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ თიბილაშვილმა 23-წლამდელებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასში გაიმარჯვა, 2019 წელს კი დიდებში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო თასზე.
ნინო მსოფლიო თასის, ევროპის ჩემპიონატისა და სხვა საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორია.
ამასთან, ნინო თიბილაშვილი არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პარამოფარიკავე საქართველოს ისტორიაში, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ეს 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე შეძლო.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ პარალიმპიელებს 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე. იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ამბები პარიზის პარალიმპიადიდან, თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკს სოციალურ ქსელებში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები