მერაბ ტურავა

მერაბ ტურავა

24 Aug. 2024, 19:41

“ძირითადი კანონის შემუშავების იმდროინდელი ქრონიკა ცხადყოფს ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული კონსტიტუცია29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც დასაბამი დაუდო თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას. კონსტიტუციის მიღებას, ერთი მხრივ, წინ უძღოდა მტკიცე ერთიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მიმართ, რაც 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა, ხოლო შემდეგ, უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისი და სოციალური ძნელბედობა. ძირითადი კანონის შემუშავების იმდროინდელი ქრონიკა ცხადყოფს ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918-1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამავდროულად, შთაგონების წყაროა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე“


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…