პრეზიდენტი ლუგარზე: ხელისუფლება შეგნებულად ანგრევს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს" — ასე ეხმაურება, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ლაბორატორიისთვის, აშშ-ის დახმარების შეჩერებას.
ზურაბიშვილის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით.
"ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას, რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით მოსალოდნელი პანდემიების წინაშე.
აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიული კავშირების გაწყვეტაზე და ორ ქვეყანას შორის გამყარებულ ნდობასა და თანამშრომლობის ზურგის შექცევაზე.
თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა C ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს…. აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშეც ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალი დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანაც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას - სანდო და თანასწორ პარტნიორობას.
მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს." — წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას, მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდა.
ამავე თემაზე:
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები