მოაპირკეთეთ სახლი მოდუსში შერჩეული კაფელ-მეტლახით
ფოტო: მოდუსი
კაფელ-მეტლახი არის შეუცვლელი სახლის მოპირკეთებისას, მისი სილამაზისა და პრაქტიკულობის გამო. მოდუსში კარგად ესმით სწორად შერჩეული პროდუქციის მნიშვნელობა, იმისათვის რომ შეგიქმნან გარემო, რომელიც კარგად წარმოაჩენს თქვენს პერსონალურ სტილს და ამავდროულად თანხვედრაში იქნება პრაქტიკულ მოთხოვნებთან. აქ მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თქვენს საჭიროებებზე მორგებული კაფელ-მეტლახის შესარჩევად.
კერამიკული ფილები ტყუილად არ არის ყველაზე პოპულარული მოსაპირკეთებელი მასალა, გარდა იმისა რომ კარგად გამოიყურება, კარგი ხარისხის ფილები არის წყალგამძლე, ყინვაგამძლე, არ იკაწრება და ადვილად არ იმსხვრევა. ყველა ეს სიკეთე კი იმის გარანტიაა რომ სწორად შერჩეული ფილები მრავალი წლით მოგვემსახურებიან. მისი მოვლის სიმარტივე დამატებითი ბენეფიტია. საკმარისია უბრალოდ სველი ტილოთი მოწმინდოთ, მაშინვე დაუბრუნდება თავდაპირველი ბზინვარება. იმის გათვალისწინებით, რომ კერამიკული ფილების ზოგიერთი სახეობა არის წყალგამძლე, მათ ხშირად იყენებენ სამზარეულოში, სააბაზანოსა და საპირფარეშოში.
ფილების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი მასალა, ფორმა, ზომა, დიზაინი და ზედაპირის ტიპი:
- მასალა და ტიპი: ფილები მზადდება სხვადასხვა მასალისგან, მაგალითად კერამოგრანიტი, თეთრი თიხა, წითელი თიხა და სხვა. ფილების ზოგიერთი სახეობა დამზადებულია შედარებით მყიფე მასალისგან და გამოიყენება მხოლოდ კედელზე, იმიტომ რომ იატაკზე დაგების შემთხვევაში ვერ გაუძლებს წონის დატვირთვას და დაიმსხვრევა. ფილები რომლებიც იატაკისთვის არის განკუთვნილი, შეგვიძლია კედელზეც თამამად გამოვიყანოთ.
- ზომა და ფორმა: არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფილები. იატაკის ფილებში ყველაზე პოპულარულია კვადრატული ფორმა, მაგალითად 60x60 სანტიმეტრი, 45x45 სანტიმეტრი და სხვა. კედლის ფილები კი ძირითადად არაკვადრატული ფორმის არის ხოლმე.
- ფერი და დიზაინი: ამ ნაწილში ფილები მხოლოდ გემოვნებაზე დაყრდნობით უნდა შევარჩიოთ. ნეიტრალური ფერები, უფრო სადა და მყუდრო გარემოს შეგიქმნით, ხოლო უფრო თამამი ფერები თითქოს თქვენს სტილს, პოზიციას და ხასიათს გამოხატავს.
- ზედაპირის ტიპი: ზედაპირის ტიპი, ისე როგორც ვიზუალურ, ასევე პრაქტიკულ გავლენას ახდენს თქვენს ინტერიერზე. მაგალითად პრიალა ზედაპირიანი ფილა უკეთ ურეკლავს შუქს და ოთახი უფრო ნათელი გამოდის, მქრალ ზედაპირიანი ფილების უპირატესობა კი ის გახლავთ რომ მასზე მყარად დგახართ და ფეხი არ ცურავს.
უკეთესი იქნება თუ ფილების დაგებას ამ საქმის პროფესიონალს მიანდობთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ: დასაგებად დაგჭირდებათ ფისოვანი ცემენტი, ფილებს შორის დარჩენილი ღარების ამოსავსებად კი ფუგა.
მართალია რომ ფილების მოვლა ძალიან მარტივია, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ შემდეგ რჩევებს, მათი სიცოცხლისუნარიანობა რამდენიმე წლით გაიზრდება:
- რეგულარული წმენდა: რეგულარულად გაწმინდეთ ნამიანი ტილოთი, გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან რბილი სარეცხი საშუალებები ფილების ბზინვარების შესანარჩუნებლად.
- ფილებს შორის ღარები: რამდენიმე წელში ერთხელ, სასურველია რომ ფილებს შორის ღარები ახლიდან ამოვავსოთ. ვიდაიდან ფუგა კერამიკულ ფილასთან შედარებით ბევრად მყიფე მასალაა, წლების განმავლობაში წმენდასა და ზემოდან სიარულში ის ცვდება და ფილებს შორის დიდდება ღრმულები. ფილების კიდეების დაზიანების ასაცილებლად, სასურველია ასეთი ღრმულები ახლიდან ამოვავსოთ ისევ ფუგის მეშვეობით.
- სათადარიგო ფილები: ფილების შეძენისას, გირჩევთ რომ რამდენიმე ცალი ფილით ზედმეტი შეიძინოთ ორი მიზეზის გამო. 1) შესაძლოა დაგების დროს დაგიზიანდეთ და დაგჭირდეთ იმაზე მეტი ვიდრე დაგეგმილი გქონდათ. 2) შესაძლოა წლების შემდეგ დაგიზიანდეთ რამდენიმე ფილა და გამოცვლა მოგინდეთ, თუმცა ბაზარზე უკვე აღარ იყიდებოდეს კონკრეტულად ეგ მოდელი, ამიტომ გირჩევთ რამდენიმე ცალი სათადარიგო ფილის მომარაგებას.
კერამიკული ფილები შესანიშნავი არჩევანია სახლის მოსაპირკეთებლად. მოდუსში შეგიძლიათ შეიძინოთ ფილები ნებისმიერი დიზაინისა და პრაქტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ჰიპერმარკეტის კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი დიზაინის, ზომის, ფორმისა და მასალის კაფელ-მეტლახის შერჩევაში, რათა აშენოთ მომავალი დღეს, მოდუსთან ერთად!
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები