ვინ არიან "შესანიშანვი შვიდეულის" კომპანიები და როგორია მათში ინვესტირების შესაძლებლობა
საინვესტიციო სამყაროში ტერმინი "შესანიშნავი შვიდეული" იმ ტექნოლოგიურ გიგანტებს აერთიანებს, რომლებსაც ამ სექტორში ყველაზე წარმატებულ კომპანიებად ვიცნობთ. ბაზრის აღსაწერად ცნობილი ფილმის ეს დასახელება თავდაპირველად Bank Of America-ს ანალიტიკოსმა, მაიკლ ჰარტნერმა გამოიყენა. მას შემდეგ კი ეს ტერმინი საინვესტიციო წრეებში არაერთმა ადამიანმა აიტაცა.
"შესანიშნავი შვიდეულის" კომპანიები არიან:
ამ სიაში შემავალი ყველა კომპანია მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციით არის გამორჩეული. მათ შორის ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო სექტორში დალისტული კომპანიები ერთიანდებიან.
1. Apple (AAPL) მსოფლიოს უმსხვილესი ტექ-გიგანტია, რომლის მიერ წარმოებულ პროდუქციასაც მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. ამ კომპანიის ერთი აქცია 223,96 დოლარი ღირს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 3.434 ტრილიონი დოლარია.
2. Amazon (AMZN) საცალო კომერციის გიგანტური კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობა 1,9 ტრილიონი დოლარია. კომპანიის ერთი აქციის შეძენა 182,55 დოლარად არის შესაძლებელი.
3. Alphabet (GOOG) არის Google-ის მშობელი კომპანია, რომელიც საკუთარ ჰოლდინგში ისეთ კომპანიებს აერთიანებს, როგორებიცაა: YouTube, Nest, DoubleClick, Waze და სხვა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.266 ტრილიონ დოლარს აღწევს. კომპანიის ერთ აქციას კი 183.35 დოლარად შეიძენ.
4. Meta (META) იგივე Facebook-ია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ტექ-კომპანიაა. მისი ერთი აქციის ღირებულება 487.40 დოლარია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,236 ტრილიონს შეადგენს.
5. Microsoft (MSFT) პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის მუდმივად მოწინავე ადგილებზეა. ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.292 ტრილიონია, მის ერთ აქციას კი 442.94 დოლარად შეიძენ.
6. Nvidia (NVDA) ჩიპების მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც AI ტექნოლოგიებში იყენებენ. ამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ბოლო მონაცემებით, მისი აქციების ღირებულება კი 123.54 დოლარია.
7. Tesla (TSLA) ელექტრომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 802,115 მილიარდი დოლარია. ამჟამად მისი ერთი აქცია 251.51 დოლარად ივაჭრება.
ეს კომპანიები ლიდერები არიან ხელოვნური ინტელექტის (AI), ღრუბლოვანი გამოთვლების, ვიდეო თამაშების, სოციალური მედიის, ციფრული რეკლამის, პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული კომერციის და ელექტრო მანქანების წარმოების (EVs) სფეროებში. ისინი S&P 500-ის ინდექსის 29%-ს წარმოადგენენ და მის ზრდაში მთავარ როლს თამაშობენ.
"შვიდეულში" ინვესტირების შესაძლებლობა
არაერთი ინვესტორი თვლის, რომ მეგა-კაპიტალიზაციის ეს აქციები ბაზარზე დომინირებას მომავალშიც გააგრძელებენ. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან მსოფლიოში არაერთი ბიზნესი ციფრული ტრანსფორმაციის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, ზემოთ ხსენებული შვიდეულის პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნის ზრდა სამომავლოდაც შენარჩუნდება.
აღსანიშნავია, რომ ღრუბლოვან სერვისებზე მოთხოვნის ზრდის ტრენდის მიწოდების სათავეებთანაც Microsoft, Alphabet და Amazon დგანან. იმავდროულად, მომხმარებელთა შორის მზარდ ტექნოლოგიების ათვისების ტენდენციას Apple, Tesla და ამ შვიდეულში შემავალი სხვა კომპანიები აკმაყოფილებენ.
იზრდება ონლაინ სარეკლამო შემოსავლებიც, რაც მოგებიანია, მაგალითად, Meta-თვის. აღარაფერს ვამბობთ, AI-ზე, რომელიც განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა — Nvidia-ის ჩიპები, ამ სექტორის კომპანიების მოთხოვნებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დააკმაყოფილებენ.
როგორ ვიყიდოთ ამ კომპანიების აქციები
შესანიშნავი შვიდეულის კომპანიებში ინვესტირება, ანუ მათი აქციების ყიდვა, საინვესტიციო პლატფორმების საშუალებით შეგიძლია. მათ შორის არის საქართველოს ბანკის მობილბანკიც, რომელშიც ინვესტირების დაწყება მარტივად, ნებისმიერით თანხით არის შესაძლებელი. აქ საშუალება გაქვს იყიდო როგორც კომპანიის სრული აქცია, ისე მისი ნაწილი და მასში შენთვის ხელსაყრელი მოცულობის თანხა დააბანდო.
გარდა კომპანიის აქციების ყიდვისა, ინვესტირების კიდევ ერთი საშუალება სავაჭრო ფონდების (ETF) ფასიანი ქაღალდების შეძენაა. სავაჭრო ფონდი კონკრეტული კომპანიების აქციების კრებულია, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელად დამწყები ინვესტორებისთვის მიიჩნევა. შესანიშნავი შვიდეულის კომპანიების აქციები The Roundhill Magnificent Seven ETF-შია (MAGS) თავმოყრილი. ამას გარდა, ტექ-კომპანიებზეა კონცენტრირებული Invesco QQQ-ის ფონდიც, რომელიც Nasdaq 100-ის კომპანიებს აკვირდება. "შესანიშნავი შვიდეული" ამ ფონდის ათეულში შედის და მთლიანი აქტივების თითქმის 44%-ს მოიცავს.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
კომენტარები