ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში — საქართველოს ბანკის იდეათეკის ახალი კამპანია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება კითხვა - „რა წავიკითხო?“ პასუხის საძიებლად კი გადავავლებთ ხოლმე თვალს წლის განმავლობაში ჩანიშნულ, ჩანაწერებში შენახულ, გულდასმით შედგენილ სიას ან თაროებზე განლაგებულ, მტვერდადებულ წიგნებს. თითქოს არჩევანი იმდენად დიდია, რომ წიგნის გადმოღება და მისი კითხვის დაწყება მარტივი უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ასე არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ისეთ ლიტერატურულ თავგადასავალს, რომელიც რაღაც ახლის აღმოჩენაში დაგვეხმარება. ასეთ მოგზაურობებში კი მეგზურები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
სწორედ ასეთ ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია - „ჩაინიშნე საკითხავი - გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” - დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს 5 წარმომადგენელთან: დათო ტურაშვილთან, დათო გორგილაძესთან, ანა კორძაია-სამადაშვილთან, ნინი ნუცუბიძესთან და კოკო როინიშვილთან ერთად იმოგზაურონ.
ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულმა „მეგზურმა“ კი მათთვის საყვარელი და გამორჩეული წიგნი აირჩია დასამახსოვრებელი ფრაზების, წიგნის ნაწილების თუ ახალი იდეების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა...
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, უნიკალური დიზაინის მქონე 10 წიგნი
მწერლების, რეჟისორებისა და მუსიკოსების ნააზრევის მკითხველამდე მისატანად კი საქართველოს ბანკმა ხელით მოხაზული ჩანაწერები უნიკალურ დიზაინად აქცია, რომელიც ლიტერატურულ მოგზაურობაში მკითხველს „გიდობას“ გაუწევს.
სპეციალური სანიშნები შესაძლებლობას მისცემს მკითხველს, იპოვონ მათი საყვარელი ხელოვანების მოსაზრებები გარკვეულ მონაკვეთებთან, ფრაზებთან თუ ეპიზოდებთან დაკავშირებით, გაეცნონ მათ კომენტარებს, გაიაზრონ ან ახლებურად გადაიაზრონ სხვადასხვა იდეები, გაიზიარონ საყვარელი მწერლების, რეჟისორებისა თუ მუსიკოსების ფიქრები და ემოციები.
სპეციალური დიზაინის მქონე ათივე წიგნი ექსკლუზიური ხასიათის იქნება და შეზღუდული ტირაჟით გამოიცემა. კითხვის მოყვარულები მათ შეძენას სულაკაურის მაღაზიებსა და extra.ge-ზე შეძლებენ.
თუმცა, საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ.
საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება და ის ინტერესიანი ახალგაზრდებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების სივრცეს. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: crs.bog.ge
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები