"გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელსაც აღმოაჩენთ და უკან არ დაიხიოთ", — საქართველოს ბანკის სტიპენდიატი აგრარული უნივერსიტეტიდან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და 120 000-ზე სტუდენტს, მოსწავლესა და ახალგაზრდა პროფესიონალს აძლევს განვითარების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენის და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას.
ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს. რომელიც 20-მდე პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი სტიპენდიატი. მათ შორისაა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამ ქენქაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ ის თავად გვესაუბრება:
გზა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე
"სკოლაში განსაკუთრებით ფიზიკა და გეოგრაფია მიყვარდა და უმეტეს დროს ამ საგნების სწავლას ვუთმობდი. მიუხედავად იმისა, რომ ქიმია ყოველთვის მაინტერესებდა, მე-12 კლასში თითქოს თავიდან აღმოვაჩინე - უფრო კონკრეტულად მაშინ, როცა ორგანული ქიმიის შესწავლა დავიწყე. თუმცა ქიმიამდე, როგორც მომავალ პროფესიამდე, მისასვლელი გზა ჩემთვის ცოტა ჩახლართული იყო. ფიზიკოსობის, გეოგრაფობის, ეკონომისტობისა თუ მეღვინეობის გადაფიქრების შემდეგ, არჩევანი სასურსათო ტექნოლოგიაზე შევაჩერე და აგრარულ უნივერსიტეტში სწორედ ამ პროგრამაზე ჩავაბარე.
ახლა მე-2 კურსზე ვარ და ჩემი თავი აკადემიური სფეროს გარდა სხვაგან ვერც წარმომიდგენია. შესაბამისად, სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე ვაპირებ. მსურს, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო, რათა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მივიღო, საქართველოში დაბრუნებულმა კი ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში წვლილის შეტანა შევძლო."
საქართველოს ბანკი ქმნის შესაძლებლობებს
"საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ უნივერსიტეტისგან შეტყობინების მიღებისთანავე გადავწყვიტე, რომ სააპლიკაციო ფორმა შემევსო. ვეცადე, სამოტივაციო წერილი მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყო, რომელშიც ჩემი მონდომება და პიროვნულობა კარგად გამოჩნდებოდა. მალევე დამიკავშირდნენ და გასაუბრებაზე დამიბარეს. ამ დროს ნერვიულობასთან ერთად წინასწარ დამეუფლა გამარჯვების სიხარულიც. ყოველ სიტუაციაში საუკეთესო შედეგს ველი, ამიტომ აღარ დავმალავ და ვიტყვი, რომ ამ გამარჯვებასაც ნამდვილად მოველოდი. ვთვლი, რომ შრომა და მოტივაცია ყოველთვის ფასდება და ამ შემთხვევაშიც, სწორედ ასე ვიმედოვნებდი.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვებამ, პირველ რიგში, დიდი ვალიდაცია და მოტივაცია მომცა. მომეცა შესაძლებლობა, რომ მეტი ვაკეთო, მოვინდომო და უფრო დიდი მიზნები დავისახო. ასევე დავინახე, რომ ჩემი მცდელობები ფასდება და დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ."
მომავალი STEM-შია
"ჩემი აზრით, მომავალი მეცნიერებაშია და დღევანდელ დღეს STEM-ის არჩევა ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯია. ასე ირჩევ პროფესიას, რომელსაც ვერასდროს ამოწურავ და ყოველთვის გექნება ახლის შეცნობისა და აღმოჩენის შესაძლებლობა. ასევე, ეს ის პროფესიაა, რომელიც არასდროს მოგწყინდება და ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან სამყაროს განვითარება მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია.
პირადად ჩემთვის, ქიმიისა და ბიოლოგიის დარგები ძალიან ფართო და საინტერესოა. ერთი კონკრეტული მიმართულების არჩევაზე ბევრს ვფიქრობ და სწავლის გაგრძელებას ბიოქიმიის, უჯრედული/მოლეკულური ბიოლოგიის ან ორგანული ქიმიის მიმართულებებით განვიხილავ. ჩემი პროფესიული მიზნები მოიცავს აკადემიურ საქმიანობასა და კვლევებს. უკვე ვარ ჩართული მიკრობიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის კვლევებში და ჩემი მომავალი ლაბორატორიის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია. მეგობრებთან ერთად გამოცდებისთვის მომზადებისას კი მივხვდი, თუ როგორ მომწონს და მსიამოვნებს სხვისთვის მასალებისა და ამოცანების ახსნა. შესაბამისად, ჩემი კვლევითი საქმიანობის პარალელურად, ლექტორობასაც ვაპირებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჩემზე უმცროს თაობას STEM დარგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო. ყოველთვის ვცდილობ, სკოლის მოსწავლეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მეცნიერების არჩევაში დავეხმარო."
3 რჩევა მომავალ სტიპენდიატებს:
გქონდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების იმედი. უნდა გჯეროდეთ, რომ საუკეთესოს იმსახურებთ და თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება.
- ეცადეთ, ყოველთვის და ყველა სიტუაციაში იყოთ გულწრფელები და ადამიანებს თქვენი რეალური მე გააცნოთ. მე მჯერა, რომ ავთენტურობა წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა.
- გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომელსაც აღმოაჩენთ და უკან არ დაიხიოთ, მაშინაც კი, თუ ეჭვი გეპარებათ — ცდა ბედის მონახევრეა.
სტიპენდიაზე კიდევ უფრო მეტი დეტალის გასაცნობად შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო: https://youtube.com/shorts/NFsuL8bLc6o
თუ გსურთ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესახებ, ეწვიეთ ბმულს Csr.bog.ge
-
რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება რუსეთში, საწვავის დეფიციტის ფონზე, ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები წესდება
გადახედვა
-
ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა ალან გაგლოევი პუტინის მრჩეველი გახდება — მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გადადგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გადადგომაზე ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გადადგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გადადგომაზე
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა მამუკა მდინარაძეზე დაწერილი კომენტარისთვის 4 000 ლარით მეორე მოქალაქე დაჯარიმდა
გადახედვა
-
ZEG Storytelling Festival ZEG Storytelling Festival
-
ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგა რუგინიენე გადადგა
გადახედვა
-
საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო საია-მ სტრასბურგში კარვის დადგმისთვის დაკავებული აქტივისტის, ზურაბ ქარჩავას საქმე მოიგო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები
გადახედვა
-
არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად — ირაკლი კობახიძე ჯარიმების შემცირებაზე არ გვინდა, ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად — ირაკლი კობახიძე ჯარიმების შემცირებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა, ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა, ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს
გადახედვა
-
თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა თამარ ონიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ რუსეთმა გიორგი ანწუხელიძე და სხვა ქართველი სამხედროები მოკლა და აწამა
გადახედვა
-
Procter & Gamble-მა ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა Procter & Gamble-მა ტელეარხ "იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
კახეთში კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა, ტექნიკის ქვეშ მოყვა და დაიღუპა კახეთში კაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა, ტექნიკის ქვეშ მოყვა და დაიღუპა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ერთი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ერთი ფოტოთი
-
ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება
-
ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილს ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
გადახედვა
-
თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს — დაკავებულია ყაზახეთის ორი მოქალაქე თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს — დაკავებულია ყაზახეთის ორი მოქალაქე
გადახედვა
-
ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო ინგუშეთში 8 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, რომელიც მეგობრის გადარჩენის მცდელობისას მდინარემ წაიღო
გადახედვა
-
შსს: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი რექტორი გიორგი სახოკია გახდა შსს: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი რექტორი გიორგი სახოკია გახდა
გადახედვა
-
House of the Dragon-ის მე-3 სეზონის პრემიერამ IMDB-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო House of the Dragon-ის მე-3 სეზონის პრემიერამ IMDB-ზე უმაღლესი შეფასება მიიღო
გადახედვა
-
რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს? რა წერია ანგარიშის პროექტში, რომელსაც PACE 24 ივნისს განიხილავს?
გადახედვა
კომენტარები