Google Workspace, Hubspot, Hotjar — საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს შეთავაზებები ტექ. პლატფორმებზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ბიზნესებისთვის სამუშაო პროცესის გაუმჯობესება, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება და შეფასების მიღება წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. თანამედროვე სამყაროში ამ ყველაფრის მიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებითაა შესაძლებელი. დღეს უკვე არსებობს ასობით ხელსაწყო, რომელთა მეშვეობით ბიზნესები პროცესების ოპტიმიზაციასა და რესურსების დაზოგვას ახერხებენ. მათ შორისაა Google Workspace, Hubspot და Hotjar, რომელთა უპირატესობებზე ამ სტატიაში ქართველი მეწარმეები გვიამბობენ. ცნობისთვის, ამ და კიდევ ათეულობით სხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზე საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის შეთავაზება მოქმედებს, რომელიც ბიზნესებისთვის ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ფასდაკლებას, შეღავათსა და უფასო სერვისს გულისხმობს.
Arena Games-ის წარმომადგენელი Google Workspace-ზე
"Google Workspace ბიზნესისთვის საჭირო აპლიკაციების სრული ეკოსისტემაა, რომელიც მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს: Gmail, Drive, Docs, Sheets, Slides, Meet და Calendar. ყველა ეს აპლიკაცია კომუნიკაციისთვის და რეალურ დროში დოკუმენტების შექმნისა და შენახვისთვის გამოიყენება. Google Workspace-ით მომხმარებლებს შეუძლიათ, შეუფერხებლად იმუშაონ ერთად მათი მდებარეობის მიუხედავად, რაც ხელს უწყობს პროდუქტიულობასა და ეფექტურობას. ბიზნესებს შეუძლიათ, Google Workspace არაერთი გზით გამოიყენონ, რათა ოპერაციები გაამარტივონ და გუნდებს შორის თანამშრომლობა გააძლიერონ. ჩვენნაირი სტარტაპებისთვის Google Workspace სამაშველო რგოლია. ის აუმჯობესებს კომუნიკაციას Gmail და Meet-ის საშუალებით, იძლევა დოკუმენტებისა და ელექტრონული ცხრილების გაზიარების საშუალებას და გვიადვილებს ონლაინ შეხვედრების ჩანიშვნას Calendar-ით. გარდა ამისა, Drive-ით ფაილების წვდომა ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი", — ამბობს მარიამ გიორგობიანი, Arena Games-ის წარმომადგენელი და 500 Georgia-ს მონაწილე.
როგორც მარიამ გიორგობიანი აღნიშნავს, მისი სტარტაპი გაშვების დღიდან იყენებს Google Workspace-ს და იგი უკეთესი შედეგების მიღწევაში ეხმარება.
"როგორც Cloud-ზე დაფუძნებული გადაწყვეტა, ის იდეალურად ემთხვევა ჩვენი მუშაობის მოქნილ სტილს, რაც საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვითანამშრომლოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ. მთლიანობაში, Google Workspace გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში - მეხმარება, ვიყო ორგანიზებული, ეფექტური და მუშაობისას უკეთეს შედეგებს მივაღწიო", — აღნიშნავს მარიამ გიორგობიანი.
D Block-ის წარმომადგენელი Hubspot-ზე
HubSpot-ის პლატფორმა ციფრული მარკეტინგის, გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების გამარტივებას ერთ სივრცეში უზრუნველყოფს. D Block-ის ციფრული პროდუქტების ხელმძღვანელი, გიორგი ხაჩიძე, სწორედ ამ პლატფორმას განიხილავს:
"Hubspot გთავაზობთ მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათზე მორგებული გაყიდვების კომუნიკაციის ასაწყობად საჭირო ყველა ფუნქციონალს, რაც დაგეხმარებათ, როგორც გაყიდვებზე ძალისხმევის დაზოგვაში, ისე ბიზნესის სწრაფ ზრდაში. ეს პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. HubSpot შექმნილია იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპისა და ზომის ბიზნესს დაეხმაროს როგორც მომხმარებლების მოზიდვაში, ისე არსებული ლიდების მომხმარებლად გადაქცევაში",— ამბობს გიორგი ხაჩიძე.
გიორგი ხაჩიძე ბიზნესის მართვის პროცესში Hubspot-ს აქტიურად იყენებს. გიორგის აზრით, მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით, Hubspot-ის სერვისის მართვის ფუნქციონალი ბიზნესებს ყველაზე მეტად დაეხმარებათ.
"Hubspot-ის სერვისის მართვის ფუნქციონალის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციების გვერდი ან მომხმარებლისთვის საჭირო ტექსტური თუ ვიზუალური რესურსები. ასევე, გაძლევთ საშუალებას, თქვენს ციფრულ პლატფორმებზე დააინტეგრიროთ Live chat, საიდანაც მომხმარებელს მომენტალურ მხარდაჭერას გაუწევთ. მომხმარებლის უკუკავშირის მისაღებად სხვადასხვა ფორმების აწყობაც შეგიძლიათ, რომლის პასუხებსაც თავად პლატფორმა ვიზუალური დიაგრამებით ავტომატურად დაგიგენერირებთ", — აღნიშნა გიორგი ხაჩიძემ.
Printomato-ს წარმომადგენელი Hotjar-ზე
Hotjar-ია გლობალურ ბაზარზე უკვე თითქმის 10 წელია, ოპერირებს. ვებგვერდზე Hotjar-ის სერვისის ჩაშენების შემდეგ, მომზადდება ყოვლისმომცველი ანალიტიკური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ვიზიტორები - რომელ ღილაკებს იყენებენ ყველაზე ხშირად, რომელ გვერდს აკვირდებიან, ნავიგაციის პროცესში რა გადაწყვეტილებებს იღებენ, სად აჩერებენ კურსორს, რამდენად სწრაფად სქროლავენ გვერდებს, რას კითხულობენ და სად წყვეტენ პლატფორმის გამოყენებას.
Printomato-ს თანადამფუძნებელი, რომა გუჯაბიძე პლატფორმის ეფექტიანობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ Hotjar-ის სერვისი ბიზნესს ვებგვერდის დახვეწასა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაში ეხმარება. მისი განმარტებით, ბიზნესი, ანალიტიკურ ხელსაწყოებთან ერთად, Hotjar-ის მხრიდან რჩევებს და რეკომენდაციებსაც იღებს, რომელთა გათვალისწინებით ვებგვერდის ეფექტიანობა იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ რეკომენდაციების გაცემის პროცესში ჩართულია მონაცემთა ანალიზის მოდელი და ხელოვნური ინტელექტი, რომელთა დახმარებით Hotjar-მა წლების განმავლობაში ათიათასობით ვებგვერდის დიზაინი გააუმჯობესა.
საქართველოს ბანკის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათით გადახდის შემთხვევაში, Google Workspace-ის საწყისი ყოველთვიური ტარიფი 4.99 დოლარი იქნება, რაც დაახლოებით 17%-იან ფასდაკლებას გულისხმობს; HubSpot-ის სერვისის შეძენისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ; ხოლო სპეციალური შეთავაზებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში Hotjar-ის საცდელ ვერსიაზე წვდომა უფასოდ მოიპოვებთ.
Mastercard-ის შეთავაზების ფარგლებში, ტექნოლოგიური პლატფორმების სრულ სიას აქ ნახავთ.
თუ ჯერ არ გაქვთ ბიზნეს ბარათი, შეუკვეთეთ ის ბიზინეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში და ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით ათობით ტექნოლოგიურ პლატფორმასა და სერვისზე. და თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში შეუკვეთეთ Mastercard ბიზნეს ბარათი.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები