"ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას — არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" — არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
ფოტო: მაიკო გაგუა/ On.ge
რა ხდება: საქართველოს პარლამენტში, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთო განცხადებას ავრცელებენ.
- ისინი დებენ პირობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, დაიცავენ თითოეული მოქალაქის ხმას.
განცხადება: "რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!
- 55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხახლისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა.
- ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას. რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს! ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით!
- ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე!
- მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს — ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!
- ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს.
- ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!
- ეს საქართველოა! ჩვენ არ გავრუსდებით! ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არა ერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით.
- ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას — არა რუსულ კანონს! კი ევროპას!
გაიგე მეტი: 2 ივნისს, 8 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია გაიმართება
კონტექსტი: დღეს, 28 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო რუსულ კანონზე, დაძლია.
- კანონის თავდაპირველ ვერსიას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 4-ის წინააღმდეგ.
ამ თემაზე: ვინ დაუჭირა და ვინ არა მხარი რუსულ კანონს — დეპუტატების სია
ასევე, ნახეთ: "არჩევნებამდე დარჩა 151 დღე, იქნება მძიმე ბრძოლა, დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას" — ოპოზიციონერი დეპუტატები
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები