ვენეციის კომისიის კატეგორიული რეკომენდაციაა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას რუსულ კანონზე
რა ხდება: ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას აძლევს კატეგორიულ რეკომენდაციას, არ მიიღონ გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
- დასკვნაში, რომელიც გუშინ, 21 მაისს, დღის ბოლოს გასაჯაროვდა წერია, რომ მის ფუნდამენტური ხარვეზებს ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აღკვეთაზე.
დეტალები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თხოვნით, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი პროცედურით შეაფასა საქართველოს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
- ვენეციის კომისია წუხს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის აზრს კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.
- დასკვნაში წერია, რომ ეს კანონი საკამათო აღმოჩნდა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც, რეალურად, დისკუსიაში ჩართვის საშუალება არ მიეცა.
დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებთან და ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
- კომისია აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად მიჩნევას სერიოზული შედეგები აქვს, რადგან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ საქმიანობასაც.
- ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონი მოახდენს კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზებას, დგება მათი გაჩუმებისა და საბოლოოდ, ლიკვიდაციის რისკი. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ღია საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია აძლევს მტკიცე რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და უცხოური მხარდაჭერის მიმღები მაუწყებლების რეგისტრაციასა და ადმინისტრაციულ ჯარიმებზე.
ასევე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც კანონით დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და წარადგინონ ანგარიში, მათ შორის, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ.
მათი განცხადებით, თუ არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს უკვე არსებულ კანონებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით.
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
კომენტარები