დავით ქაცარავა

21 May. 2024, 12:01

— რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა.

დარტყმა, გინება, მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს.

სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები.

მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.

ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთ-ერთმა შავრაზმელმა.

ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.

კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.

მთავარი მოქმედება კი მეორე, დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.

ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგს უკან შეკრულ ხელებიანს, 3-4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა.

სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში.

ხელებზე სპეციალური, კასეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა.

შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი.

ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი!

ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა — მგუდავდნენ.

არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ.

უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.

მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი დასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.

ჯალათებო და ამ ეგზეკუციის დამკვეთებო!

მადლობას გიხდით იცით რისთვის?

კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!

ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის, აღმაშენებლის, 300 არაგველის, იუნკრების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!

ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ,ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე!

ჩვენია გამარჯვება!

ძალა ერთობაშია!

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

წერს ფეისბუქზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა. ის სპეცრაზმმა 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სცემა. მოგვიანებით, ქაცარავა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. OC Media: განქორწინების შემდეგ, ფაშინიანის მეუღლის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
  2. ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
  3. მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს ირანში? — ინტერვიუ გიორგი კობერიძესთან
  4. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
  5. ლავროვი: აშშ არ დაკმაყოფილდება მხოლოდ ვენესუელით, ირანითა და კუბით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ისტერიის დიაგნოზი — როგორ ატყვევებდა მიზოგინიური მედიცინა ქალის სხეულს საუკუნეების განმავლობაში

როგორ ცვლიდა ეპოქა ისტერიის მნიშვნელობას ანტიკური ცივილიზაციების წარმოდგენებიდან თანამედროვე ფსიქიატრიულ…