ეპისკოპოსი საბა

16 Apr. 2024, 22:32

მსურს გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია.

მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას.

მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც, ვიტყოდი, იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროკომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის პროკურატურას აფგან სადიგოვის საქმეზე განმარტებას სთხოვს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა აფგან სადიგოვის უკანონო დაკავების საქმეზე…