პუტინიზმის უნდა გვეშინოდეს, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის — ბორის აკუნინი
საქართველოში რუსული კანონის დაინიცირებას ქართული წარმოშობის რუსული მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან რუსული კანონი გააკრიტიკა და ქართველებს მოუწოდა, თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლონ.
"რამდენიმე ქართული ტელევიზია და საინფორმაციო საშუალება დამიკავშირდა და 'უცხოელი აგენტების' კანონზე აზრის გამოთქმა მთხოვა. ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, იმის კომპლექსი მაქვს, რომ 'ნამდვილი ქართველი' არ ვარ — ქართული ენაც კი არ ვიცი. ამას გარდა, რუსი მწერალი ვარ და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის მხრიდან უცხო ქვეყნის საქმეში ნებისმიერი ჩარევა იმპერიალიზმის გამოვლინებად ჩაითვლება.
მაგრამ ჩემთვის საქართველო უცხო არაა, იქ დავიბადე, ჩემი გვარი "შვილით" მთავრდება, მამაჩემს კი შალვა ჰქვია. საქართველოში უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს. ჩემთვის ძნელია იმის ყურება, როგორ ეფლობა დემოკრატიული ქვეყანა იმ ჭაობში, სადაც თავის დროზე რუსეთი ჩაეფლო.
ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის კი არა, პუტინიზმის უნდა გვეშინოდეს. არამხოლოდ გარედან შემოჭრის, არამედ ქვეყნის შიგნიდან შემოჭრის უნდა გვეშინოდეს და ახლა სწორედ ეს ხდება. პუტინიზმი თქვენს სახლში ბუდის დადებას თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით ცდილობს. ამ აგენტს მოგვიანებით ვეღარ გააძევებთ. შემდეგ კი, როცა საქართველოში მყუდროდ დაიდებს ბინას, მის მარტივად მოშორებას ვეღარ შეძლებთ. პუტინიზმი საქართველოს კიბოსავით შეჭამს. ეს უკვე კარგად ვიცით, აქამდეც გაგვივლია — ჯერ "უცხოური აგენტები", მერე "მეხუთე კოლონა", მერე "ტერორისტები და ექსტრემისტები" და საბოლოოდ, საქართველოს პუტინის რუსეთის გარდა არც ერთი მეგობარი ქვეყანა აღარ შერჩება.
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, თქვენთვის ამის გაკეთების უფლება არ მისცეთ. იბრძოლეთ თავისუფლებისთვის", — წერს მწერალი.
2023 წელს რუსეთში ბორის აკუნინი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. მწერალი ღიად აკრიტიკებს პუტინის პოლიტიკას და გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. ამჟამად ის დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
დღეს, 16 აპრილს პარლამენტი ხელისუფლების მიერ ხელმეორედ დაინიცირებულ რუსულ კანონს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრის კენჭს.
იხილეთ ასევე:
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
კომენტარები