საქართველოს ახალგაზრდა ელჩები

12 Apr. 2024, 12:40

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ელჩები 2014-2023 წლებში, დაუშვებლად მივიჩნევთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად კიდევ ერთხელ დაბრუნებას.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით საფრთხე ემუქრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპულ კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

თითოეული ჩვენგანის საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, წლების განმავლობაში, ნაკარნახევი იყო ჩვენი ქვეყნის სიყვარულითა და სურვილით, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, თავისი გამორჩეული კულტურითა და ისტორიით, გაგვეცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელისთვის და ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებით კი დავდგებით დემოკრატიულობისა და დასავლეთის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხის წინაშე, რაც დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • რუსუდან მარგიანი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი უნგრეთში, 2019-2020 წლებში.
  • მერი უღრელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2018-2019 წლებში.
  • სალომე სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2014-2015; 2019-2020 წლებში.
  • ნენო გაბელია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
  • ლიკა ჯანელიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
  • ქეთი არჩაია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში, 2016-2017 წლებში.
  • მარიამ შონია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი დანიის სამეფოში, 2019-2020 წლებში.
  • ლუკა გურგენიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი შვედეთის სამეფოში, 2019-2020 წლებში.
  • მარიამ თაყნიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში.
  • დავით ხუბუა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში.
  • ანა ლეჟავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2016-2017 წლებში.
  • მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში, 2014-2015
  • გიორგი მჭედლიძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2022-2023 წლებში.
  • მაკა ბერულავა, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიეტუვაში, 2022-2023 წლებში.
  • თამარ ჟუჟუნაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, 2016-2017 წლებში.
  • თამარ არველაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესპანეთის სამეფოში, 2018-2019 წლებში.
  • სოფო ქევხიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, 2018-2019 წლებში.
  • ნინო ახალშენიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ბელგიის სამეფოში, 2018-2020 წლებში
  • ირინე ჩიხლაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის გენერაციულ რესპუბლიკაში, 2018-2019 წლებში
  • სოფო ბადიაშვილი , საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იაპონიაში , 2019-2020 წლებში.
  • ვახტანგ კაჩუხაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, 2019-2020 წლებში
  • სოფიკო ბზარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთში, 2022-2023 წლებში
  • ქეთი ფრანგულაიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი პოლონეთში, 2014-2015, 2016-2017

განცხადებას ხელს აწერს 23 პიროვნება, რომელიც 2014-2023 წლებში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იყო. "საქართველოს ახალგაზრდა ელჩები" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამაა. მისი მიზანია იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც  საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება მოახდინონ, საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…