თეგეტა X 0711 და კოლაბორაცია ქართველ არტისტებთან — როგორი იყო მარტი ჰოლდინგში
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგმა მარტის თვე ქალების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებულ აქტივობებს მიუძღვნა და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა. ჰოლდინგში, სადაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა გაზაფხულის დღესასწაულების განსაკუთრებული აღნიშვნა, წლევანდელი მარტიც გამორჩეული აღმოჩნდა თანამშრომელი ქალბატონებისთვის.
ქალების მხარდაჭერის ფარგლებში, თეგეტასა და ონლაინგამოცემა AT.ge-ის კოლაბორაციით რუბრიკა Femmeავტო შეიქმნა და 20-მდე ქალის პროფესიული თავგადასავალი გააცნო საზოგადოებას. რუბრიკის მთავარი გზავნილი გენდერულად დაყოფილი პროფესიების შესახებ სტერეოტიპების დამსხვრევა იყო. გამოქვეყნებული ვიდეორგოლები და სტატიები თეგეტაში დასაქმებული ქალების პოზიციონირებასა და, ზოგადად, ავტოინდუსტრიაში ქალების მიღწევების დემონსტრირებას მიეძღვნა.
ძლიერი ქალების პოზიციონირება იყო მიზანი თეგეტას კოლაბორაციის Project 64 -ის გუნდთანაც. თანამშრომლობის ფარგლებში პირველი ვიდეორგოლი მსოფლიო რალის გამარჯვებულ პირველ ქალ მრბოლელ მიშელ მუტონის შესახებ მომზადდა.
ქალების მხარდამჭერი აქტივობების ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა თეგეტას თანამშრომლებისთვისაც. მარტში ჰოლდინგს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ესტუმრა და კომპანიის თანამშრომლებთან თანამედროვე სამყაროში ქალების როლზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
გამორჩეული იყო 8 მარტი თეგეტას ყველა თანამშრომელი ქალისთვის სპეციალურად მათთვის შექმნილი საჩუქრებითაც. თეგეტას მთავარი გზავნილი თანამშრომელი ქალების მიმართ ამ შემთხვევაშიც მათი მხარდაჭერა და მათი როლის მნიშვნელობის ხაზგასმა გახლდათ. თეგეტას ყველა თანამშრომელმა ქალმა სიმბოლური საჩუქარი მიიღო, რომელიც More is Love-თან და არტისტ ავთანდილ გახოკიძესთან კოლაბორაციით შეიქმნა.
თეონა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის კრეატიული დირექტორი: "წელს გადავწყვიტეთ, თეგეტას თანამშრომელი ქალებისთვის, ტრადიციულის ნაცვლად, განსხვავებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. იდეის მთავარი შთაგონება იყო ზამბახი. მისი ლათინური სახელწოდება ირისი ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ზამბახი სიმბოლურად სიმამაცესთან, სიბრძნესა და მშვენიერებასთან ასოცირდება. სასაჩუქრედ განკუთვნილი შარფების ილუსტრაციებზე ქართველმა არტისტმა ავთანდილ გახოკიძემ იმუშავა. მასალაზე დატანილი ილუსტრაციები ხელით არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ნამუშევარს. გარდა ამისა, MORE IS LOVE-თან თანამშრომლობით შევქმენით კოსმეტიკური ჩანთები, რომელთა დიზაინზეც O’SEVEN ELEVEN-ის კრეატიულმა გუნდმა იმუშავა. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ვიზუალურად და კონცეპტუალურად საინტერესო და შეკრული საჩუქარი გამოგვივიდა. ქალები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის. რვა მარტი კი იმის შეხსენებაა, რომ გამბედაობას, პროფესიასა და შეუპოვრობას სქესი არ გააჩნია. თეგეტასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალი თანამშრომლების მიღწევების დაფასება და მათი მხარდაჭერა ყველა მიმართულებით".
კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პროექტი, თეგეტა ჰოლდინგმა, ნეო უნივერსიტეტ სქილვილთან და საქველმოქმედო ფონდ ჩართესთან ერთად წამოიწყო. ახალი პროექტის მიზანი რეგიონებში მცხოვრები გოგონების ეკონომიკური გაძლიერებაა მათთვის ისეთ ციფრულ პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, როგორებიცაა პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიები. თეგეტა ჰოლდინგი 7-თვიან კურსებს დაუფინანსებს საქველმოქმედო ფონდ ჩართეს ბენეფიციარ 10 გოგონას, რომლებსაც სურთ მაღალანაზღაურებად პროფესიებში რეალიზება, აინტერესებთ პროგრამირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, კიბერუსაფრთხოება, IT პროექტების მართვა, ციფრული პროექტების ტესტირება, გრაფიკული დიზაინი და ა.შ. ამასთანავე, სწავლის დასრულების შემდეგ სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს თეგეტას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "თეგეტა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ქალთა გაძლიერებაზე აქტიურად ზრუნავს. ჩვენთვის არ არსებობს გენდერული პროფესია და გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ქალი ჩავრთოთ ავტოინდუსტრიაში. ამ მიმართულებით სტერეოტიპის დასამსხვრევად არაერთ პროექტს ვახორციელებთ: გვაქვს ქალი მექანიკოსების დასაქმების პროგრამა, ხელს ვუწყობთ მენეჯმენტში ქალების რაოდენობის ზრდას, ვიყავით ერთ-ერთი პირველები, ვინც სექსუალური შევიწროების პოლიტიკა შეიმუშავა და სხვა. ქალთა გაძლიერებას ემსახურება კომპანიის მიერ მარტში განხორციელებული აქტივობები. გვინდოდა, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რამდენად დიდია ქალების მნიშვნელობა ავტოინდუსტრიაში, შეგვეხსენებინა, რომ ავტოინდუსტრიის განვითარების ისტორიაში ქალებმა შთამბეჭდავი როლი შეასრულეს ამა თუ იმ გამოგონებით და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ქალებისთვის, რომ პროფესიას არ აქვს გენდერი. ქალები, რომლებიც თეგეტაში მუშაობენ, ყოველდღიურად ამსხვრევენ ამ სტერეოტიპს და ამტკიცებენ, რომ, თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოგივა".
თეგეტა ჰოლდინგის ქალთა გაძლიერების პროექტების ნაწილია საფეხბურთო კლუბის კვარტალის მხარდაჭერა. კლუბის წევრი ქალი ფეხბურთელისთვის ჰოლდინგმა გასულ წელს სტიპენდია დააწესა. გაზაფხულის სეზონი კლუბისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა და ჰოლდინგის სახელით კიდევ 2 ფეხბურთელს დაენიშნა სტიპენდია.
ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება თეგეტა ჰოლდინგისთვის კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე და სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში




კომენტარები