პეპერის მოჩვენება და ოპტიკური ილუზიები: როგორ ტყუვდება თვალი — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
სამყაროს აღქმაში ჩვენი თვალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა, შეცდომაში სწორედ მხედველობის ორგანომ შეგვიყვანოს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ოპტიკური ილუზიებია, რომლებიც იმაში გვარწმუნებს, რომ ტვინს უფრო უნდა დავუჯეროთ, ვიდრე საკუთარ თვალებს.
ასეთი ოპტიკური ილუზიის ერთ-ერთი სახე ე.წ. პეპერის მოჩვენებაა. ამ დროს კონკრეტულ ადგილას ვხედავთ ობიექტს, რომელიც, რეალურად, ფიზიკურად სივრცის იმ მონაკვეთში სულაც არაა განთავსებული. ეს სინათლის არეკვლის თავისებურებებს უკავშირდება, რომელთა შესახებაც ქეთი ტატიშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, გვესაუბრება.
პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ვიდეოში ის პეპერის მოჩვენების ფიზიკურ მექანიზმს აგვიხსნის და გვასწავლის, როგორ გავაკეთოთ ის სახლის პირობებში.
კომენტარები