ურუგვაიში მარიხუანის რეკრეაციული მიზნებით გაყიდვა ლეგალური გახდა
ფოტო: Miguel Rojo / AFP / Getty Images
ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომლის მთელს ტერიტორიაზეც მარიხუანის რეკრეაციული მიზნებისთვის გაყიდვა ლეგალური გახდა, თუმცა მკაცრი რეგულაციების ქვეშ.
მარიხუანის ლეგალიზაცია ურუგვაიში 2013 წელს მოხდა და მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეებს პირადი მოხმარების მიზნით 6 ძირის მოყვანა შეეძლოთ. თუმცა, ამავე კანონის ფარგლებში, შესაძლებელი იყო ე.წ. კლუბების ჩამოყალიბება და შესაბამისად, უფრო მეტი რაოდენობის კულტივაცია.
ლეგალიზაციიდან 4 წლის შემდეგ, მარიხუანას არამხოლოდ მოყვანა, არამედ გაყიდვაც ლეგალური გახდა - თუმცა ამ პროცესს მკაცრი რეგულაციებით აკონტროლებენ.
მარიხუანით ვაჭრობის ბიზნეს მთლიანად სახელმწიფო აკონტროლებს, დათესვიდან - დაფასოებამდე.
კანაფის ყიდვა მხოლოდ ავტორიზებულ აფთიაქებში შეიძლება. მარიხუანის ყიდვა 18 წლამდე მოქალაქეებს არ შეუძლიათ. ყიდვის მსურველები სპეციალურ სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც მათი ყოველი ტრანზაქცია, რომელიც კანაფს უკავშირდება, სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლდება. მაგალითად, ერთ რეგისტრირებულ მოქალაქეს თვეში მხოლოდ 40 გრამის შეძენა შეუძლია, შესყიდვის მომენტში გამყიდველები მათ თითის ანაბეჭდებს იღებენ და ქვეყანაში არსებული 16 ავტორიზებული აფთიაქის ბაზაში ამოწმებენ, რამდენი მარიხუანა აქვს კონკრეტულ ადამიანს ნაყიდი და ლიმიტს ხომ არ აჭარბებს.
ფოტო: Matilde Campodonico / AP
ფასიც სახელმწიფოს მიერ რეგულირდება და გრამი არც მეტი, არც ნაკლები, $1,30 ანუ, დღევანდელი კურსით, 3 ლარი და 11 თეთრი ღირს.
ურუგვაის მთავრობას არ უნდა, რომ ქვეყანაში მარიხუანის ტურიზმი განვითარდეს, ამიტომ კანაფის ყიდვა მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლიათ. დღეის მონაცემებით, სპეციალურად შექმნილ კანაფის კონტროლისა და რეგულაციის სააგენტოში 5 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.
არსებული კანონმდებლობით იკრძალება მარიხუანის რეკლამირება, ბრენდინგი და აფთიაქის გარდა სხვა ტიპის სავაჭრო წერტილებში გაყიდვა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
კომენტარები