Volvo-მ თებერვალში 50,315 ავტომობილი გაყიდა
ფოტო: თეგეტა
50,315 გაყიდული ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით ერთ თვეში - ასეთია თებერვლის მონაცემები, რომლებსაც Volvo cars ავრცელებს. კომპანიის ისტორიაში პირველად, გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი ელექტრიფიცირებული მოდელების წილი აღმოჩნდა. საუბარია როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჯამურად ელექტრულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. კომპანიაში ამ ისტორიულ შედეგს ახალი, EX30 (SUV-ის) გაზრდილი გაყიდვებით ხსნიან.
სრულად ელექტრული ავტომანქანების წილმა თებერვალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული მანქანების 22% შეადგინა, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების ჯამური გაყიდვები 44%-ს გაუტოლდა.
ევროპის ქვეყნებში გაყიდვების მაჩვენებელი, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და, ჯამში, 26,773 ავტომობილი შეადგინა. სრულად ელექტრული ან ძალური გადაცემის მქონე plug-in ჰიბრიდული ავტომანქანების გაყიდვები — 18%-ით, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანების გაყიდვები, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა.
ჩინეთში 7,911 ავტომობილი გაიყიდა, რაც 39%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით. გაყიდვების შემცირებას მთვარის ახალი წლის დღესასწაულს უკავშირებენ, რომელიც ქვეყანამ სწორედ თებერვალში აღნიშნა.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ 2024 წლის თებერვალში, ჯამში, 7,920 ავტომანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. 2023 წლის თებერვალთან შედარებით, სრულად ელექტრული ან ძალური გადაცემის მქონე plug-in ჰიბრიდული ავტომანქანების გაყიდვები 6%-ით გაიზარდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდული ავტომანქანების 32% შეადგინა.
2023 წლის დეკემბერში Volvo Cars-მა სრულად ელექტრული ავტომანქანების ოჯახის ახალი წევრი — EX30 წარადგინა. 2024 წლის პირველ ორ თვეში ჯამური გაყიდვების რიცხვი 5,863 ერთეული იყო. აღნიშნული ავტომანქანების მომხმარებლებისთვის მიწოდება ევროპაში, იაპონიასა და ბრაზილიაში დაიწყო, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვა ბაზრებიც შეუერთდება.
მსოფლიო მასშტაბით, თებერვალში Volvo XC60 ისევ ყველაზე გაყიდვად მოდელად დარჩა. გაყიდვების რაოდენობამ 16,026 ავტომანქანა შეადგინა. მას XC40 მოჰყვება, 13,193 ავტომანქანის გაყიდვებით. მესამე ადგილს კი მოდელი XC90 იკავებს, 7,299 გაყიდული ავტომანქანით.
2023 წლის განმავლობაში Volvo Car Group-ის ძირითადმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს — 25,6 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია. კომპანიის შემოსავალი გასულ წელს რეკორდული — 399,3 მილიარდი შვედური კრონა იყო, ხოლო გლობალური გაყიდვების რიცხვი ასევე რეკორდული — 708,716 ავტომანქანა.
Volvo Car Group-ის შესახებ: კომპანია Volvo Cars 1927 წელს დაარსდა. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდია, რომლის მიერ წარმოებული ავტომანქანები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Volvo Cars-ის აქციები Nasdaq Stockholm-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, სადაც ისინი VOLCAR B-ს სიმბოლოთი ივაჭრება.
"აუცილებელია ცხოვრებისთვის. მიანიჭეთ ადამიანებს თავისუფლება, გადაადგილდნენ დამოუკიდებლად, სტაბილურად და უსაფრთხოდ" — ამ მიზანს ეფუძნება Volvo Cars-ის სტრატეგია - გახდეს სრულად ელექტრული ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის და მისი ვალდებულებაა, მუდმივად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და უკვე 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, Volvo Cars-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო დაახლოებით 43,400 თანამშრომელი. Volvo Cars-ის სათავო ოფისი, პროდუქციის შემუშავების, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ძირითადად განლაგებულია შვედეთში, ქალაქ გეტებორგში. Volvo Cars-ის საწარმოო ობიექტები კი — გეტებორგში, გენტში (ბელგია), სამხრეთ კაროლინაში (აშშ), ჩენგდუში, დაქინგსა და ტაიჩჟოუში (ჩინეთი). კომპანიას ასევე აქვს კვლევისა და განვითარების, საპროექტო ცენტრები გეტებორგსა და შანხაიში (ჩინეთი).
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები