როგორ არკვევენ ციური სხეულების შედგენილობას: სპექტროსკოპია — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ასტრონომები, სხვა საინტერესო ობიექტებთან ერთად, მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებს, იგივე ეგზოპლანეტებსაც, იკვლევენ. გიფიქრიათ, როგორ ახერხებენ ამას მაშინ, როცა ჩვენსა და მათ შორის ძალიან დიდი მანძილია? მაინც როგორ იგებენ, რა შედგენილობისაა მსგავსი ციური სხეულები?
ამის საშუალებას სპექტროსკოპიის სახელით ცნობილი ტექნოლოგია იძლევა. მის შესახებ ელენე მიდელაშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, გვესაუბრება. პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ვიდეოში ის სპექტროსკოპის მუშაობის პრინციპს აგვიხსნის და გვასწავლის, როგორ დავამზადოთ ასეთი მარტივი ხელსაწყო სახლის პირობებში.
კომენტარები