Facebook და Instagram დღეს საღამოს შეფერხებით მუშაობს. მომხმარებელთა ცნობით, ანგარიშებიდან მათი ავტორიზაცია ავტომატურად გაუქმდა. პაროლის შეყვანის შემთხვევაში შეუძლებელია ხელახლა ავტორიზაცია და ანგარიშზე შესვლაც.

Downdetector პლატფორმაზე პრობლემებთან დაკავშირებით არაერთი მომხმარებელი იტყობინება. ამ დროისთვის სოციალურ ქსელ Facebook-ში შესვლის პრობლემა მათ 71%-ს აქვს, 20% აპლიკაციის პრობლემას ასახელებს, 10% კი — ვებგვერდის.

გარდა ფეისბუკისა, არ მუშაობს Instagram პლატფორმაც.

ფოტო: Instagram-ის ეკრანის ანაბეჭდი / NEXT.On.ge

Facebook-ის მშობელ კომპანია Meta-ს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მასალა ახლდება...

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.