როგორ აძლიერებს საქართველოს ბანკის პროექტი "გასტროლები" გასტრო ბიზნესს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის პროექტმა "გასტროლები" 2023 წლის მაისიდან აიღო სტარტი. 16 ეპიზოდის განმავლობაში შეფ-მზარეულმა დიმიტრი რჩეულიშვილმა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, არგვეთა თუ სათიბე მოიარა და მაყურებლებს გამორჩეული კვების ობიექტები გააცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, პროექტმა კი რესტორნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და პოპულარობის ზრდაში შეუწყო ხელი.
16 გასტრო ბიზნესი, რომელიც გასტროლებში ვიხილეთ, გურმანებს ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებით უმასპინძლდება. თუმცა, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ რეგულარულ ქუჩის გამოკითხვებში ბევრად მეტი კაფე-რესტორანი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.
გასტროლების ეპიზოდებში კარგად ნაცნობ ადგილებთან ერთად, შედარებით ახალი ობიექტებიც მოხვდა და ათასობით მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.
თუ ეპიზოდებში დიმიტრი რჩეულიშვილი კერძებს აფასებდა, ამჯერად მონაწილეები გვიზიარებენ გასტროლებზე საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებას.
"დადებითად შევაფასებდი როგორც გასტროლებში ჩვენს მონაწილეობას, ასევე მთლიანად, პროექტს. გადაღების დაგეგმვა და უშუალოდ პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. პროექტში მონაწილეობას ცალსახად დადებითი გავლენა აქვს ბიზნესზე, რადგან იზრდება მისი ცნობადობა და საშუალება აქვს, მისი უპირატესობები ფართო აუდიტორიას გააცნოს", — აღნიშნა თამაზ მეფარიშვილმა, რესტორან სორმონის მენეჯერმა.
"სორმონი იმერული სამზარეულოთი შთაგონებული რესტორანია. გასტროლების სერიამ ჯამში 300 000-მდე ნახვა დააგროვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ეპიზოდის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა კერძი ”ღორის ნეკნი შეფისგან", — ამბობს თამაზ მეფარიშვილი.
კიდევ ერთი, გამორჩეული ადგილი, რომელშიც გასტროლები მოეწყო, "ლია დეიდაა", არგვეთაში. მისი დამფუძნებლის თქმით, ეპიზოდის შემდეგ ბევრ ახალ სტუმარს უმასპინძლეს.
"გვინდა, რომ აქ მოსულმა სტუმარმა გემრიელად მიირთვას, იმერულ გემოს გაეცნოს და დაისვენოს. გასტროლების, როგორც პროექტის მიზანიც სწორედ ისაა, ხალხს ისეთი ადგილები გააცნოს, სადაც დამახასიათებელ, ავთენტურ გემოებს გასინჯავენ. ამიტომ დავთანხმდით სიამოვნებით, რომ გვემასპინძლა და იმერული სამზარეულო შეგვეთავაზებინა. პროექტში მონაწილეობის შემდეგ ჩვენი სამზარეულოთი დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა. განსაკუთრებით მოთხოვნა იყო მწვანე პომიდვრის ფხალზე, რომელზეც დიმიტრი ვიდეოს ბოლოს საუბრობს. ასევე, გვყავდნენ სტუმრები, რომლებმაც გვითხრეს, რომ გასტროლებში გვნახეს და სტუმრობა გადაწყვიტეს", — ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.
90 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა გასტროლებმა Pepperboy-ში, რომელიც სტუმრებს აზიური კერძებით უმასპინძლდება.
"გასტროლებში მონაწილეობის შემდგომ თვალსაჩინოა ის შედეგი, რომელიც კონვერტირდებოდა შეტყობინებებში და ძალიან დიდი ახალი აუდიტორიისთვის ჩვენი რესტორანი ცნობილი გახდა. გასტროლების შემდგომ, ადამიანები მოდიოდნენ და კითხულობდნენ იმ კერძებს, რომლებიც ამ ვიდეოებში იყო ნაჩვენები. რაც შეეხება კონკრეტული კერძების პოპულარობის ზრდას, რადგანაც სამზარეულოს მეტ-ნაკლებად უკვე ჰქონდა ცნობადობა, ამის თქმა კოქტეილებზე უფრო თამამად შეგვიძლია. „სკრაპი კოკო“, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ამ თვის ბესტსელერი გახდა", — ამბობს თინათინ ხაფავა.
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. თუ გსურთ, ისარგებლოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობებით საქართველოს ბანკისგან და გაიგოთ მეტი ბიზნესზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ, ეწვიეთ ამ ბმულს. გასტროლების ეპიზოდების სანახავად კი ესტუმრეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები