რეგიონში პირველი დიზაინის ინსტიტუტი თბილისში იხსნება!
შაბათს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, უზნაძის 82 ნომერში, დიზაინის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
დიზაინის ინსტიტუტი შემოქმედებითობაზე და დიზაინზე ფოკუსირებული, რეგიონული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციაა სტუდენტებისთვის და პროფესიონალებისთვის. დიზაინის ინსტიტუტის მისიაა, ბევრ ადამიანს გაუზიაროს დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, ასწავლოს, როგორ მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა საკუთარი შემოქმედებითი რესურსით და სწორი დიზაინით.
დიზაინის ინსტიტუტმა სტუდენტების მიღება თებერვლიდან დაიწყო, სტუდენტებს და პროფესიონალებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ მცირეხნიან და ხანგრძლივ კურსებზე, ვორქშოპებსა და მასტერკლასებზე. სწავლის მიმართულებები დიზაინის სრულ სპექტრს მოიცავს: ჩანახატიდან პროტოტიპის შექმნამდე, დიზაინის ისტორიიდან დიზაინ პროგრამებამდე, კონცეფციების შექმნიდან დაკაბადონებამდე. დიზაინის ინსტიტუტი ასწავლის ხელოვნებას, სტრუქტურულ აზროვნებას, სტრატეგიულ დიზაინს, გრაფიკას, ყველა სახის მოძრავ ანიმაციას, ფერს, კრაფტს, დიზაინის ისტორიას, ვირტუალურ რეალობას და ნებისმიერ მიმართულებას, რაც დიზაინს მოიცავს.
ინსტიტუტმა თავი მოუყარა დიზაინის სფეროში მომუშავე 100-მდე ქართველ და უცხოელ სპეციალისტს — პროფესიონალებს, რომლებიც ქმნიან შემოქმედებითი ინდუსტრიის კულტურას. სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები გაუზიარებენ თავის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ახალ თაობას და ფართო აუდიტორიას.
დიზაინის ინსტიტუტის მთავარი ფოკუსი სოციალური პროექტები იქნება. “ჩვენ გვჯერა, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. შესაბამისად, გამოვაცხადებთ სასტიპენდიო და ფინანსური დახმარების პროგრამებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მივცემთ საშუალებას სტუდენტებს დასაქმდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრაქტიკულ სამუშაოებში, ვითანამშრომლებთ კერძო და საჯარო სექტორთან სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების კუთხით”, - ამბობს დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ნინო ეგაძე.
დიზაინის ინსტიტუტი ძველ თბილისში, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობის ხუთ სართულზეა განლაგებული. აკადემიური საქმიანობის გარდა, ინსტიტუტის შიდა და გარე სივრცეები შეკრების ადგილი იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისთვის, შეხვედრებისთვის. ინსტიტუტში გაიხსნება წიგნის მაღაზია თემატური წიგნებით და საგამოფენო სივრცები.
ფოტო: დიზაინ ინსტიტუტი
ფოტო: დიზაინ ინსტიტუტი
ფოტო: დიზაინ ინსტიტუტი
ინსტიტუტს ჰყავს მრჩეველთა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეხმარება გუნდს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროცესების სწორად წარმართვაში და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში. საბჭოს წევრები არიან: ნიკა ქურდიანი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ხარაბაძე, ირაკლი ბაიდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბოხუა.
დიზაინ ინსტიტუტის პარტნიორები არიან ქართველი და საერთაშორისო კერძო და საჯარო ინსტიტუციები, სახელოვნებო ფესტივალები, მუზეუმები, მედია ორგანიზაციები, გამომცემლობები.
მისამართი: დ.უზნაძის ქ. #82, თბილისი
https://designinstitute.ge/
[email protected]
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები