ჰაბლის ტელესკოპმა ვარსკვლავების ხიდი დააფიქსირა, რომელიც ორ გალაქტიკას აკავშირებს
გალაქტიკები მილიარდობით პლანეტისა და ვარსკვლავისგან შედგება. ეს კოსმოსური გამაერთიანებლები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულები არიან, მაგრამ ზოგჯერ წყვილებად გვევლინებიან.
არის შემთხვევები, როდესაც გალაქტიკების ეს დაწყვილება საბოლოოდ შერწყმით სრულდება ხოლმე. მათ შორის გრავიტაციულ ურთიერთქმედებას შეუძლია შექმნას გაზისა და მტვრის ნაკადები, რომლებიც გადაჭიმულია სინათლის წლებით.
ARP 271 სწორედ ასეთი გალაქტიკური ურთიერთქმედებაა. ის მოიცავს NGC 5427-სა და NGC 5426 გალაქტიკას. ეს ორი გალაქტიკა ერთმანეთისგან დაახლოებით 130 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
ამ წყვილის ურთიერთქმედება კაცობრიობის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და ეს ათობით მილიონი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია, საბოლოოდ გაერთიანდება თუ არა ეს ორი გალაქტიკა.
გალაქტიკებს შორის ძლიერმა ურთიერთქმედებამ შეიძლება ვარსკვლავები გაზისა და მტვრის იმ ნაკადებში გააჩინოს, რომლებიც გალაქტიკებს აკავშირებს. ჰაბლის მიერ გადაღებულ სურათებში წყვილს შორის ხიდი სუსტია, მაგრამ ის მაინც შესამჩნევია.
თუმცა, მსგავს ურთიერთქმედებას ხანდახან ვარსკვლავების დაბადების პირიქით, შეჩერება შეუძლია. მაღალსიჩქარიან ურთიერთქმედებებს შეუძლია გაზის გაცხელება იმდენად, რომ ის ამცირებს ვარსკვლავების წარმოქმნას.
გალაქტიკების უმეტესობა ერთმანეთთან მუდმივად ურთიერთქმედებს, თუნდაც საბოლოოდ ისინი არ გაერთიანდნენ. მიუხედავად ამისა, არის იშვიათი გამონაკლისები, როდესაც გალაქტიკა სხვა გალაქტიკასთან არ ურთიერთქმედებს.
ასევე: აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც არ უნდა არსებობდეს
რაც შეეხება ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომი გრავიტაციულად მეზობელ, ანდრომედას გალაქტიკასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მიიჩნევა, რომ ამ ორი გალაქტიკის შერწყმა რამდენიმე მილიარდ წელიადში მოხდება.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ ARP 271 სწორედ ის არის, სადამდეც საბოლოოდ ირმი ნახტომი და ანდრომედას გალაქტიკა მივლენ.
ჰარვარდისა და სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის თანახმად, გალაქტიკების დაახლოებით 25% ამ მომენტისთვის ერთმანეთს ერწყმის. კიდევ უფრო მეტი მათგანი ურთიერთქმედებს გრავიტაციულად, თუმცა არ ერწყმის. მაგალითად, ირმის ნახტომი ურთიერთქმედებს მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებთან, ორ არარეგულარულ ჯუჯა გალაქტიკასთან, რომლებიც ბრუნავს ირმის ნახტომის გარშემო. ეს ურთიერთქმედება ასევე ქმნის გაზის ნაკადს, რომელსაც მაგელანის ნაკადი ეწოდება.
მიიჩნევა, რომ გიგანტური გალაქტიკები შერწყმებისგან წარმოიქმნა. და აი ახლა, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სწორედ ასეთი პოტენციური შერწყმის პროცესი აღბეჭდა, რომელშიც ვარსკვლავები გალაქტიკებს შოის ხიდად არის გადებული.
კომენტარები