"უკიდურესად დამაზიანებელი" — საყდრისის კომიტეტი ბახმაროში მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებაში საფრთხეს ხედავს
მოკლედ: საყდრისის კომიტეტი ბახმაროში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისა და ავთენტური გარემოსთვის "უკიდურესად დამაზიანებელს" უწოდებს.
- მშენებლობას აწარმოებს ორბი ჯგუფი, რომელმაც რუსულენოვანი საინფორმაციო "სლაიდებით" გამართა პროექტის პრეზენტაცია.
- On.ge-მ კომპანიას კითხვებით მიმართა. მათგან ველოდებით პასუხს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ აღშფოთებას იწვევს ხელისუფლების მიერ სამშენებლო ნებართვის გაცემა, "რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს თანხმობას ამ უნიკალური ბუნების ძეგლის იერსახის დამახინჯებასა და ეკოლოგიის განადგურებაზე. მსგავს ეკოლოგიურ კურორტებზე ამ მასშტაბის მშენებლობები დაუშვებელია."
იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ შეჩერდება,
- საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის წევრები "დაუყოვნებლივ გააპროტესტებენ ამ ფაქტს ადგილზე."
- ისინი მოუწოდებენ ეკოლოგიისა და კულტურის საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაციასა და აქტივისტს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით: "აუცილებელია, დროულად დაისახოს სამოქმედო გეგმა, რათა გადავარჩინოთ ეს უნიკალური კურორტი და მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნება", — აცხადებს კომიტეტი.
- განცხადებაში ასევე, ვკითხულობთ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბახმაროს, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით.
რა ვიცით მშენებლობის შესახებ, რომლის პრეზენტაცია რუსულენოვანი სლაიდებით გამართეს: ბახმაროში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ორი დღის წინ ჩოხატაურის მერმა, დათო შარაშენიძემ გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუქზე.
- მან, ასევე, გამოაქვეყნა ვიზუალური მასალაც იმის თაობაზე, თუ რა მასშტაბს მოიცავს მშენებლობა. "ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო. ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს", — დაწერა ჩოხატაურის მერმა.
- მერმა გაავრცელა ფოტოებიც, რომელიც გადაღებულია სავაურადოდ, პროექტის პრეზენტაციისას, რომელშიც ჩანს, რომ პროექტის შესახებ მომზადებული ინფორმაციული ტექსტები ინგლისურთან ერთად, რუსულ ენაზეა.
ფოტო: Facebook/Dato Sharashidze
On.ge დაუკავშირდა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და კითხვებით მიმართა.
მათგან გვსურს დავაზუსტოთ,
- რა არგუმენტებით უპასუხებენ საყრდრისის კომიტეტის განცხადებას, რომ მათ მიერ წარმოებული სამშენებლო პროცესი "უკიდურესად დააზიანებს გარემოს".
- ასევე, ველოდებით პასუხს, რატომ გამართეს პროექტის პრეზენტაცია რუსულენოვანი სლაიდებით. მასალა მათგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით განახლდება.
სტრიქონებს შორის: კომპანია აქტიურად იყენებს რუსულ ენას მარკეტინგულ კამპანიებში.
- მათი ოფიციალური საიტი მომხმარებელს რუსულ ენაზე მომზადებულ კლიპებს სთავაზობს.
- და აიფაქტის მიხედვით, თანამშრომლობს რუსულ კომპანია გინზასთან, რაც დასტურდება კიდეც ორბის საიტზე განთავსებული ინფორმაციით.
- რუსული კომპანიის რესტორნები ორბის ბათუმის ზღვისპირა კორპუსების ბოლო სართულზეა განთავსებული.
დეტალები: სამი დღის წინ, ორბი ჯგუფმა ონლაინ-მედიაში სარეკლამო წესით განათავსა ინფორმაცია ბახმაროში დაგეგმილი პროექტის შესახებ და განაცხადა, რომ მრავალფუნქციურ კოლმპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო.
- კომპანია აცხადებს, რომ ბახმაროში სასტუმროს 350 ნომერს გაყიდის.
- "სასტუმრო კომპლექსი ბახმაროს უნიკალურ ადგილზე განთავსდება და მთლიანად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან", — აცხადებენ ისინი სარეკლამო წესით გავრცელებულ პრეს-რელიზში.
ბოლო ხაზი: საყდრისის კომისია გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, "მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ფაქტის მიმართ და შეაჩერონ ბიზნეს აქტივობა, რომელიც უნიკალური ბუნების ძეგლის განადგურებას გეგმავს."
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები