ვიდეო სერია, რომელმაც 18 თანამედროვე ფერმერის ისტორია გააერთიანა — აგროსფეროს კამპანიის შეჯამება
ფოტო: აგროსფერო
მზადება დიდი შემოდგომისთვის და დიდი შემოდგომა — ასე ჰქვია კამპანიებს, რომელთა ფარგლებშიც ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანია აგროსფერომ 18 თანამედროვე ფერმერი გაგვაცნო. კომპანია გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 10-ზე მეტ სოფელს ესტუმრა და ვიდეო სერიაში თავი მოუყარა იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც დღეს საქართველოში ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აწარმოებენ.
ვიდეოების საშუალებით ვეწვიეთ ულამაზეს ვენახებს, მოვინახულეთ ატმის, კაკლის, თხილის, ნუშის, კომბოსტოს მოვლილი ბაღები და ხორბლისა და სიმინდის ყანები. რაც მთავარია, გავიცანით ადამიანები, რომლებსაც არც დაუღალავი შრომა აშინებთ და არც სიახლეები, რათა წარმატებული მეურნეობები შექმნან და ქვეყანა ჯანსაღი პროდუქტებით უზრუნველყონ.
"დიდი იდეის გარეშე არც ერთი საქმის წამოწყება არ ვარგა. ვგულისხმობ, რომ ხარისხით გავითქვათ სახელი", — ამბობს კამპანიის ერთ-ერთი გმირი და მართლაც, ნებისმიერი ვიდეოს ნახვისას დარწმუნდებით, რომ თითოეული ფერმერის პრიორიტეტი სწორედ ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაა.
ვიდეო ისტორიებში ფერმერები მოგვითხრობენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებზეც, რომლებიც მათ ამგვარი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში ეხმარება. ასევე, გვაცნობენ მათ რჩეულ სათესლე მასალებს, სასუქებსა და მცენარეთა დაცვის საშუალებებს და გვიხსნიან მიზეზებს, რატომ იქცა ისინი მათი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილად.
აგროსფერო თანამედროვე ფერმერთა ერთგული მხარდამჭერია, ამიტომ ვცდილობთ, ისინი არა მხოლოდ ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით
უზრუნველვყოთ, არამედ მათი ისტორიები ფართო საზოგადოებამდეც მივიტანოთ.
"მზადება დიდი შემოდგომისთვის და დიდი შემოდგომა ამ ეტაპზე დასრულდა, თუმცა ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში სხვა საინტერესო კამპანიებს გეგმავს, რომელთა მეშვეობითაც კიდევ უფრო მეტ თანამედროვე ფერმერსა და წარმატებულ მეურნეობებს გაგაცნობთ", — გვითხრა აგროსფეროს მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, აკაკი ტოროტაძემ.
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან ბადრა გუნბა: საქართველოში არიან ისეთები, რომლებიც აფხაზეთის ძალით დაბრუნების აზრზე რჩებიან
გადახედვა
-
სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია სამეფო კარის თამაშების ფილმს მალე კინოთეატრებში ვიხილავთ — პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
კომენტარები