ბესელია რუსთავი 2-ს: განცდა მაქვს, რომ სამიზნეები გყავთ, რომლებსაც პირად მტრად მიიჩნევთ
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ რუსთავი 2-ის სარჩელების პლენუმისადმი გადაცემას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ. როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, ვინაიდან კანონი უკვე ამოქმედებულია, მისი გამოყენება ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია და ამაში გასაკვირი არაფერია.
ბესელიამ სწორედ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართა და უთხრა, რომ განცდა აქვს, თითქოს ტელეკომპანიას პერსონალური სამიზნეები ჰყავს, რომელსაც რუსთავი 2 თავის მტრად მიიჩნევს:
"ასეთ პერსონალურ ჩამონათვალში სიაში პირველ ნომერს ვერავინ ვერ წაართმევს ბიძინა ივანიშვილს, თქვენი ყოველდღიური მუშაობის მუზაა. სადღაც ამ ჩამონათვალში, თუ სამეულში არა, ხუთეულში ნამდვილად მეც ვხვდები. ბევრი პერსონალური თავდასხმა მიმიღია თქვენი ტელევიზიის მხრიდან და მივეჩვიე, რომ ყოველდღე ახალ ისტორიებს გამოაცხობთ ხოლმე".
მრეწველების წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ კი განაცხადა, რომ მოსამართლე ტურავას მიერ ახალი კანონის გამოყენებას პოლიტიკური მიზეზები არ აქვს:
"რუსთავი 2-ის საქმე საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საკითხია. კანონმდებლობის მიხედვით, პლენუმმა უნდა განიხილოს. ეს გაიზიარა ვენეციის კომისიამ, ეს გაიზიარა პრეზიდენტმაც, გავიზიარეთ ჩვენც პრეზიდენტის შენიშვნები".
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის საქმის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 7 ივნისს, მიმართა:
"მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ზოგიერთი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის და პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე".
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას საქმის 7 ივნისს დანიშნული სასამართლოს სხდომაც სწორედ საქმის სარჩელის პლენუმისადმი გადაცემის მიზეზით გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოსამართლეებს მას შემდეგ მიეცათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შევიდა ერთ-ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს გადასცეს განსახილველად.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები