კომპაქტური ავტომობილი არასტანდარტული შესაძლებლობებით — VOLVO EX30-ის მედია ტური ბარსელონაში
ფოტო: თეგეტა
ჭკვიანი, მძლავრი, ტექნოლოგიური და ყველაზე სწრაფი ვოლვო კომპანიის ისტორიაში - შვედურმა ბრენდმა თავისი სრულად ელექტრული ავტომობილის პრეზენტაცია ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში გამართა. VOLVO EX30 კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ათეულობით მედიის წარმომადგენელს გააცნო. ვოლვო ქარ საქართველოს ინიციატივით, მედიატურში მონაწილეობის შესაძლებლობა ქართველ ჟურნალისტებსაც ჰქონდათ. სიახლე, რომელზეც ავტომწარმოებელი დიდ იმედს ამყარებს, უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდება. ვოლვო ქარ საქართველოს ახალ შოურუმში VOLVO EX30 ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ივნისიდან იქნება.
ფოტო: თეგეტა
გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი: "EX30 არის ახალი სიტყვა ვოლვოს სამოდელო რიგში. დიდი ხანია კომპანიას ამ მასშტაბის სიახლე არ ჰქონია. ის ძალიან კონკურენტულია, მისი მანძილის დიაპაზონი 500 კილომეტრამდეა, საწყისი ფასი კი - 39 000 ევროდან. პრემიუმ სეგმენტისთვის, სადაც ვოლვო ოპერირებს, ეს საკმაოდ მიმზიდველი ღირებულებაა. ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში EX30 უახლოეს მომავალში გამოჩნდება".
ფოტო: თეგეტა
პატარა ზომის SUV ვოლვოს ფინანსურმა დირექტორმა BJORN ANNWALL-მა წარადგინა და როგორც მან აღნიშნა, EX30 კომპანიის ისტორიის ახალი თავია და ის გახდება ახალი სტანდარტი ელექტრომობილების გლობალური ბაზრისთვის.
ხარისხი, თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკოლოგიური სტანდარტები - ამ ყველაფერთან ერთად, EX30 ბაზარზე ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციაა.
რაც შეეხება თავად ავტომობილს, ბარსელონაში შეკრებილ ჟურნალისტებს რამდენიმე კომპლექტაციის ავტომობილის მართვის საშუალება ჰქონდათ. Twin Motor Performance - სიმძლავრე 315kW/428hp, ერთი სრული დამუხტვით თქვენ 450 კილომეტრის დაფარვას შეძლებთ. EX30 პერფორმანსი 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას 3.6 წამს ანდომებს.
EX30 ასევე წარმოდგენილია ერთამძრავიანი ვერსიით. წამყვანი თვლები უკანა (RWD). სიმძლავრე 200kW/272hp. მანძილის დიაპაზონი 344 კმ. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარება 5.4 წმ.
კიდევ ერთი კომპლექტაცია, Single Motor Extended Range, ყველაზე მეტ მანძილის დიაპაზონს გვთავაზობს. ერთი სრული დამუხტვით აღნიშნული კომპლექტაციის EX30 472 კილომეტრის გავლას ახერხებს. რაც შეეხება დამუხტვის სიჩქარეს, სწრაფ დამტენზე 10-დან 80% დატენას 26 წუთი სჭირდება.
--
ინფორმაციისთვის, შვედურ ავტომწარმოებელს, საქართველოსთან ერთად, კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს. თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, ვოლვო ქარ კავკასიაც სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები