ახალი ბრენდები, რეგიონული ექსპანსია და გაზრდილი ფინანსური მაჩვენებლები — თეგეტამ გასული წელი 1.4-მილიარდიანი შემოსავლით დაასრულა
2023 წელი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისათვის დაგეგმილზე უფრო მაღალი ზრდის მაჩვენებლით დასრულდა. დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამ კი მეტი განვითარებისა და სტაბილურობის მოლოდინი გააჩინა. გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აისახა ბიზნესის თითქმის ყველა მიმართულებაზე, მათ შორის საავტომობილო სფეროზე. საქართველოში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვები 2022-თან შედარებით 40%-ით გაიზარდა, ჯამურმა შემოსავალმა კი 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა.
შთამბეჭდავ ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად, თეგეტამ წელი ახალი ბრენდებით, რეგიონული გაფართოებითა და მისი საქმიანობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დახურა. მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსის განახლება-მშენებლობაში კომპანიამ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ვოლვო ქარ საქართველოსა და თეგეტა მოტორსის შოურუმებია განთავსებული.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "გასული წელი უპრეცედენტო პროექტებით ჩავხურეთ. სრულად განახლდა თეგეტას სერვისცენტრი, რომელიც ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის შემადგენლობაშია და სადაც მომხმარებელს განსხვავებული მიდგომით ვემსახურებით. ახალ სივრცეში ვუმასპინძლეთ ჩვენს სტრატეგიულ ბიზნესპარტნიორებსაც, მათ შორის Bridgestone-ს, რომელთანაც გასულ წელს თანამშრომლობის 25 წელი აღვნიშნეთ.
თეგეტა მოტორსისა და ვოლვოს შემთხვევაშიც ნაგებობები სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს. შენობებზე დამონტაჟებული მზის პანელები კი საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. ტერიტორიაზე განთავსებულია ელექტროდამტენებიც, რაც სრულად პასუხობს თეგეტა ჰოლდინგის მდგრადი განვითარების სტრატეგიას".
კომპანიის მდგრადი განვითარების მიზნებს პასუხობს გასულ წელს განხორციელებული მწვანე ემისიაც, რომლის ფარგლებშიც თეგეტამ აზიის განვითარების ბანკის ინვესტორობით 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, ქართულმა კომპანიამ, რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში მწვანე ემისიის პრეცედენტი შექმნა. მობილიზებული თანხა კი ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნივერსალური ელექტროდამტენების მონტაჟით უკვე დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით 70-ამდე დასამუხტი სადგური განთავსდება, რომლებიც ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
"ასევე, აღსანიშნავია მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ემისიაც საცალო ინვესტორებისათვის, რომელსაც მოსალოდნელზე დიდი დაინტერესება მოჰყვა. საერთო ჯამში, გასულ წელს ფასიანი ქაღალდები როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში 6-ჯერ განვათავსეთ. ერთი მხრივ, ეროვნულ ვალუტაში გამოცემული ობლიგაციებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებას ვუწყობთ ხელს, ევროსა და დოლარში გამოშვებული ბონდები კი თეგეტას სტრატეგიული გეგმის განხორციელებას, საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ემსახურება", — ამბობს ვახტანგ კაჭარავა.
წარმომადგენლობის გაფართოების გეგმის ნაწილი იყო სომხეთის დედაქალაქში მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდის, JCB-ს მასშტაბური სადილეროს გახსნაც. JCB-ს თეგეტას შვილობილი, Tegeta Construction Equipment სომხეთის ბაზარზე 2019 წლიდან წარმოადგენს და სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკით ამარაგებს. განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლამ კი განახლებისა და ცენტრის გაფართოების აუცილებლობა განაპირობა. პროექტისთვის ჰოლდინგმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ჰოლდინგი, რომელიც ვაჭრობას ოთხ კონტინენტზე ახორციელებს, საქმიანობის რუკაზე მონიშნა ასევე კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის ევროპქარის ფილიალი უზბეკეთში, „ოლვო ქარ კავკასიის შოურუმი ყაზახეთში და მაზდა ცენტრი თბილისის წარმომადგენლობა სომხეთში.
ამასთანავე, თეგეტა ჰოლდინგში ამბობენ, რომ შთამბეჭდავი სატესტო გაყიდვების შემდეგ, უზბეკეთში მსოფლიოს წამყვან ნავთობკორპორაციას Mobil-ს წარმოადგენენ.
"ვფიქრობთ, ჩვენი საქმიანობის გეოგრაფიული არეალის გაფართოება და წარმომადგენლობების ზრდა ნათლად ადასტურებს, რომ დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიოში სანდო პარტნიორები ვართ. ეს კი, თავის მხრივ, წარმოაჩენს თეგეტას როლს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ინდუსტრიაში", — აცხადებს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ დიდი გამოცდილება და სანდოობაა მიზეზი, რის გამოც 2016 წლიდან თეგეტა ქვეყნის დედაქალაქის მუნიციპალური ავტობუსების პარკს სატრანსპორტო საშუალებებს აწვდის. მიმდინარე 2024 წელს თბილისს 160 ერთეული თანამედროვე 18-მეტრიანი, MAN-ის ბრენდის სატრანსპორტო საშუალებები შეემატება.
მუნიციპალური ტრანსპორტის მომარაგების კუთხით დაგროვილი გამოცდილება თეგეტამ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შემდეგ ქართული კომპანიის მიერ მიწოდებული ავტობუსებით ერევნის მილიონზე მეტი მოსახლე უკვე სარგებლობს.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენთვის, როგორ რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიისათვის, დიდი პასუხისმგებლობაა კიდევ ერთი გამარჯვება და მონაწილეობა თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო ქსელის გაფართოებაში. MAN Lion’s City 18C-ს შემოყვანა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომფორტული გადაადგილებისთვის, არამედ გარემოსდაცვითი მიმართულებითაც. ეკოლოგიურად სუფთა, კომპრესირებული ბუნებრივი აირის CNG ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის.
წარმატებით დავასრულეთ პროექტი ერევანშიც. მეზობელ ქვეყანას უკვე მივაწოდეთ ავტობუსები და მივყვებით სატენდერო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს: საჭიროების შემთხვევაში ვუწევთ სრულ სერვისს, ვზრუნავთ ავტობუსების მძღოლებისა და სერვისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე შესაბამის ტრენინგებს ვატარებთ“.
რეგიონში გასვლას გეგმავს კომპანია იმ ახალი მიმართულების ფარგლებშიც, რომელიც ჰოლდინგის შემადგენლობას გასულ წელს შეემატა. „თეგეტა აგრი“ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მოამარაგებს. კომპანიამ არჩევანი მაღალტექნოლოგიურ და საიმედო ევროპულ ტექნიკაზე შეაჩერა, რითაც სოფლის მეურნეობის სექტორის თანამედროვე მოთხოვნებს უპასუხა და ბაზარზე უპირატესობა მოიპოვა.
კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი, რომელთანაც თეგეტამ გასულ წელს თანამშრომლობა ექსკლუზიურად დაიწყო Geely Holding-ია, რომელიც ჩინეთის უმსხვილესი ავტომწარმოებლების ათეულშია. თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულება Tegeta Cars-ი Geely Auto-ს ოფიციალური დილერია და სამომავლოდ ქართულ ბაზარზე ინოვაციური ბრენდის ელექტრომობილების შემოტანასაც გეგმავს, რაც თეგეტას მდგრადი განვითარების მიზნების შემადგენელია.
გრძელვადიანი სტრატეგიისა და მიზნების ნაწილია ზრუნვა პროფესიულ განათლებაზე. „თეგეტა აკადემიამ“, რომელიც მულტიფუნქციურ ტრენინგცენტრსა და პროფესიულ კოლეჯს აერთიანებს, გასული წელი 50 საერთაშორისო ტრენინგით დახურა. MAN-ის წარმომადგენლებთან ერთად ერევანში ჩატარებული სწავლების გარდა, გერმანულ ბრენდთან ერთად დაიგეგმა ტრენინგები დუბაისა და ანკარაშიც. ვრცელ ჩამონათვალშია ასევე LIEBHERR-ის ამწეების ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო თანამშრომლებისთვისაც, ასევე ონლაინსემინარები 15-მდე პარტნიორ ბრენდთან ერთად, მათ შორის იყო JCB, BOSCH, MOBIL და SHELL. მომავალი წლიდან კი თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, თეგეტა აკადემია პორშეს საერთაშორისო ტრენინგის მასპინძლობისთვისაც ემზადება.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა აკადემიაში დაინერგა სიმულაციური ელექტრონული სასწავლო პლატფორმა Electude, რომელიც, მსუბუქთან ერთად, სატვირთო მიმართულებასაც მოიცავს და ხელმისაწვდომია, როგორც უკვე დასაქმებული მექანიკოსების, ისე მათთვის, ვინც ამ პროფესიას ახლა ეუფლება.
ავტოინდუსტრია მუდმივად ვითარდება , ინერგება ახალი ტექნოლოგიები, იხვეწება დანადგარები და იცვლება მიდგომები სერვისში. აუცილებელია, ჩვენი პერსონალიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს ამ განვითარებას. თეგეტა, რომელსაც რეგიონში საავტომობილო სექტორში საუკეთესო პროდუქციისა და სერვისის მიმწოდებლის ამბიცია აქვს, მუდმივად ზრუნავს თავის გუნდზე, ხელს უწყობს როგორც მეტი კვალიფიციური კადრის გაჩენას ავტოინდუსტრიაში, ასევე ეხმარება დაინტერესებულ პირებს, ახალი პროფესია შეიძინონ“.
საავტომობილო სფეროსთან ერთად, თეგეტა ჰოლდინგი განათლების ხელშეწყობას ცდილობს სხვა სექტორებშიც. სტრატეგიული კომუნიკაციები, ინფორმაციული ტექნოლოგიები თუ ფინანსები — ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულების ახალი მიდგომის ფარგლებში, კომპანიამ ახალგაზრდებს სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ექვსთვიანი სტაჟირების ახალი პროექტი თეგეტა სტუდენტებისთვის შესთავაზა.
განათლებაზე ზრუნვა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია უკვე მეორე წელია საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ CSR სტრატეგიას მიჰყვება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მდგრადი განვითარების მიმართულებით თეგეტას პროექტებმა სამი ჯილდო მოიპოვა. მათ შორის იყო თეგეტა გარემოსთვის და თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰოლდინგში ციფრული ტრანსფორმაციის კუთხითაც. 2023 წელს E-commerce მიმართულებით თეგეტაში სხვადასხვა სერვისი დაინერგა. მათ შორის აქტიურად ვითარდება თეგეტას ონლაინ პლატფორმები და აპლიკაცია. დიგიტალიზაცია ავტოინდუსტრიაში - ასეთ ინოვაციებზე დგას ჰოლდინგისთვის განვითარების სამომავლო ხედვები.
დატვირთული სამოქმედო გეგმით იწყებს ჰოლდინგი ახალ 2024 წელსაც. უკვე დასრულდა ტოიოტა ცენტრი თეგეტას შოურუმის რეკონსტრუქცია, სადაც, განახლებულ სივრცესთან ერთად, თეგეტას თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, მომსახურების ახალი კონცეფცია დაინერგება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება, როგორც ქვეყნისათვის, ისე ბიზნესისთვის. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ახალ შესაძლებლობებს მოიტანს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული „თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს და მომხმარებელს მეტი ევროპული პროდუქტი და მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვაროგორ დავშიფროთ ტელეფონი და კომპიუტერი, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს როგორ დავშიფროთ ტელეფონი და კომპიუტერი, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს
-
გადახედვაანიტა ჰიპერი: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ანიტა ჰიპერი: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ
-
გადახედვადეკანოზი ილარიონ შენგელია: მკვლელები და ბოროტმოქმედები სახეს ნიღბით იფარავენ დეკანოზი ილარიონ შენგელია: მკვლელები და ბოროტმოქმედები სახეს ნიღბით იფარავენ
-
გადახედვახარება: ქვეყანა, აბა, პი***სტებს უნდა ჩავაბაროთ? ხარება: ქვეყანა, აბა, პი***სტებს უნდა ჩავაბაროთ?
-
გადახედვაპოლიციამ ალეკო ელისაშვილი დააკავა პოლიციამ ალეკო ელისაშვილი დააკავა
-
გადახედვადაკავებულია 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც კურიერად მუშაობს დაკავებულია 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც კურიერად მუშაობს
-
გადახედვაენმ-ის ოფისის ჩხრეკის დროს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს ენმ-ის ოფისის ჩხრეკის დროს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს
-
გადახედვაგიორგი ალექსიძე: მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს გიორგი ალექსიძე: მოგმართავთ თქვენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტს
-
გადახედვასახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის მიმართვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის მიმართვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება სალომე ზურაბიშვილი: შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება
-
გადახედვაშსს: ჩადენილი დანაშაულები 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს შსს: ჩადენილი დანაშაულები 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
-
გადახედვამირიამ ლეკსმანი: კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს მირიამ ლეკსმანი: კაია კალასმა და ევროპულმა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს
-
გადახედვა"დაიტოვეს" დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა "დაიტოვეს" დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულდა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს — დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე სალომე ზურაბიშვილი: სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს — დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე
-
გადახედვანიკა გვარამია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი ნიკა გვარამია ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი
-
გადახედვატელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის შეკითხვებს ირაკლი კობახიძე გაექცა ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის შეკითხვებს ირაკლი კობახიძე გაექცა
-
გადახედვაგიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიაზე ოპონენტების უარს იმით ხსნის, რომ სიმართლე მათ მხარესაა ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიაზე ოპონენტების უარს იმით ხსნის, რომ სიმართლე მათ მხარესაა
-
გადახედვარა უნდა ვქნათ, თუ პოლიცია სახლის გასაჩხრეკად მოგვადგა – არ შეშინდე! რა უნდა ვქნათ, თუ პოლიცია სახლის გასაჩხრეკად მოგვადგა – არ შეშინდე!
-
გადახედვაპოლიცია აქტივისტ საბა ჯაჯანიძის სახლში შევიდა პოლიცია აქტივისტ საბა ჯაჯანიძის სახლში შევიდა
-
გადახედვასამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ორი წევრი დააკავეს სამართალდამცავებმა "ძლიერი საქართველოს" ორი წევრი დააკავეს
კომენტარები