რა ხდება: შსს-მ ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში 39 წლის კაცი დააკავა.

დეტალები: ის TBC ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის მიღებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

  • პოლიციამ კაცი ცხელ კვალზე დააკავა.
  • ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
  • დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.