თეგეტა აკადემია 2023 წელს 50 საერთაშორისო ტრენინგით ხურავს
ფოტო: თეგეტა
2023 წლის ბოლო კვარტალი თეგეტა აკადემიისთვის განსაკუთრებით დატვირთული იყო. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ 50 საერთაშორისო ტრენინგი ჩაატარა, რაც პროფესიული განათლების განვითარებას და შესაბამისად, ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. თეგეტა ჰოლდინგისა და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ტრენინგები ჩატარდა როგორც ადგილობრივად, ისე საზღვრებს გარეთ. ეს კი დასტურია, რომ თეგეტა რეგიონში არა მხოლოდ საკუთარ ძირითად საქმიანობას ახორციელებს, არამედ პროფესიული განათლების განვითარებასაც უწყობს ხელს.
ჩატარებული 50 საერთაშორისო ტრენინგიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ MAN-ის ავტობუსების მექანიკოსებისა და სერვისის პერსონალისთვის გამართული სწავლება იყო. ტრენინგი სომხეთში მოეწყო და მის ფარგლებში გერმანული კომპანია MAN-ის ტრენერი, აკადემიის გუნდთან ერთად, ერევანს ეწვია. PMA-ს 25 თანამშრომელი ავტობუსების მოვლა-ექსპლუატაციის მიმართულებით გადამზადდა.
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, თეგეტა ერევნის მუნიციპალიტეტს MAN-ის წარმოებული ავტობუსები მიაწოდა. პროექტის ფარგლებში, წლის დასაწყისში მძღოლებისთვის ოპერირების ტრენინგი ჩავატარეთ, ხოლო წლის ბოლოს დავაორგანიზეთ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგი სერვისის თანამშრომლებისთვის. აღნიშნული სწავლება საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ერევნის მუნიციპალიტეტის მომსახურების ხარისხი და ავტობუსების სერვისში დაყოვნების დრო მინიმუმამდე დავიყვანოთ.
ასევე MAN-ს უკავშირდება კიდევ ერთი საერთაშორისო ტრენინგი, რომელიც თეგეტა აკადემიამ დუბაისა და ანკარას აკადემიებთან ერთად დაგეგმა. ჩვენ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებისთვის დავაორგანიზეთ რამდენიმე ტრენინგი სწორედ დუბაისა და ანკარას აკადემიებში. ადგილზე ჩავიდნენ როგორც მექანიკოსები, ისე გაყიდვების კონსულტანტები და საგარანტიო მენეჯერები და ამით შევასრულეთ MAN -ის 2023 წლის გეგმა ტრენინგების მიმართულებით'.
წლის ბოლოს გაიმართა LIEBHERR-ის ამწეების ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბატალიონის თანამშრომლებისთვისაც. 19 ოპერატორისთვის უსაფრთხო ოპერირების ტრენინგი „თეგეტა აკადემიამ“ დააორგანიზა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი 5-დღიანი სწავლება საველე პირობებში აზერბაიჯანიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით მოაწყო.
თეგეტა აკადემიაში“ წლის ბოლო ასევე დატვირთული იყო ბრენდების ონლაინსემინარებითაც. WABCO, KNORR BREMSE, BOSCH, MOBIL, JCB, FENDT, VALTRA, MILWAUKEE, FEBI, SHELL, TEMSA, BOGE, GLASURIT, SCHAEFFLER - თეგეტას პარტნიორი ბრენდებისთვის აკადემიაში 15-მდე ტრენინგი გაიმართა.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „ყველა ჩამოთვლილ საერთაშორისო ტრენინგში „თეგეტა აკადემიის“ ტექნიკური ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ასევე აიმაღლეს კვალიფიკაცია და მათ ახლა უკვე ცოდნის გადაცემა ჰოლდინგის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებისთვის შეეძლებათ.
„თეგეტა აკადემიის“ შექმნის ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ ყველა პარტნიორი ბრენდი სათანადო მომსახურების სტანდარტს ელოდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი ამაღლება და გაზიარება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება, გვემატება ახალი ბრენდები. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ტრენინგების ორგანიზების გარეშე თანამედროვე ტექნიკის მომსახურება შეუძლებელი იქნებოდა“.
„თეგეტა აკადემიაში“ უკვე გაწერილია 2024 წლის გეგმა. მომავალ წელს გაგრძელდება ტრენინგები MAN-ის აკადემიასთან. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა აკადემია“ პორშეს საერთაშორისო ტრენინგის მასპინძლობისთვისაც ემზადება. თანამშრომლობა გაგრძელდება „თეგეტა ჰოლდინგის“ ყველა პარტნიორ ბრენდთან.
---
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
კომენტარები