თბილისში აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი გაიმართა
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, თბილისში აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, გაცნობოდნენ საქართველოს უახლეს აგროტექნოლოგიებს, აგროინოვაციებსა და პერსპექტიულ სტარტაპებს, ასევე მოისმინეს პრაქტიკული რჩევები ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან.
ფორუმზე თავი მოიყარა 200-მდე მონაწილემ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ტერაბანკის კომერციულმა დირექტორმა, ფერმერებმა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებმა, ტექნოლოგიურმა საწარმოებმა, ინვესტორებმა, უცხო ქვეყნის მისიისა და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების პარტნიორები არიან ტერაბანკი, ტერა ლიზინგი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, Future Agro Challenge Georgia.
ღონისძიების ჩანაწერი ხელმისაწვდომია სტარტაპ ბიუროს Facebook გვერდზე.
USAID-ის საქართველო — აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის 5-წლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა“ ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს გაუწია ტექნიკური დახმარება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. პროგრამამ ხუთი წლის მანძილზე გასცა $7.5 მილიონი დოლარის ოდენობის 127 გრანტი და მოიზიდა $20.1 მილიონი დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიციები; პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 6,160 ახალი სამუშაო ადგილი; საწარმოების გაყიდვები შეადგენს 148 მილიონი დოლარს, მათ შორის 56,5 მილიონი დოლარი საექსპორტო გაყიდვებზე მოდის; პროგრამამ ტექნიკური დახმარება გაუწია მინიმუმ 480 ბენეფიციარს; 1054-მა აგროსაწარმომ უკვე გააუმჯობესა მენეჯმენტის პროცედურები ან ტექნოლოგიები და 55-მა მათგანმა მიიღო სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
სტარტაპ ბიურო ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. სტარტაპ ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგონ ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისათვის.
კომენტარები